როგორ დავწეროთ რეფერატი
ნაშრომი აკინძული უნდა იყოს შემდეგი თანმიმდევრობით:
- თავფურცელი
- სარჩევი
- შესავალი
- ტექსტის ძირითადი ნაწილი
- დასკვნა
- ბიბლიოგრაფია.
მოთხოვნები რეფერატის თავფურცელის შედგენისთვის:
- უნივერსიტეტის დასახელების ფონტი (AcadMtav), Bold.
- უნივერსიტეტის დასახელების ფონტის ზომა (14).
- აპლიკანტის სახელისა და გვარის ფონტი (AcadMtavr).
- აპლიკანტის სახელისა და გვარის ფონტის ზომა (18).
- რეფერატის სათაურის ფონტი (AcadMtavr), Bold.
- რეფერატის სათაურის ფონტის ზომა (18).
- სხვა ინფორმაციის ფონტი (AcadNusx).
- სხვა ინფორმაციის ფონტის ზომა (12).
- სტრიქონებს შორის მანძილი (1,5).
- აბზაცებს შორის მანძილი (ოთხი სტრიქონის გამოტოვებით).
სტანდარტები ბიბლიოგრაფიის შედგენისათვის წიგნის ან მონოგრაფიის გამოყენების შემთხვევაში:
- ავტორის (ავტორების) გვარი და ინიციალი.
- გამოცემის წელი.
- სახელწოდება ([i]დახრილი შრიფტი[/i]).
- გამოცემის ადგილი.
- გამომცემლობა. ინტერნეტის გამოყენების შემთხვევაში:.
- მასალის ავტორი.
- ვებ-გვერდის ავტორი.
- მასალის დასახელება. ლინკის დასახელება (დახრილი შრიფტით).
- ვებ-გვერდის მისამართი.
- მასალის მოძიების თარიღი (იწერება ფრჩხილებში). სახელისუფლებო დოკუმენტების გამოყენების შემთხვევაში:
- ქვეყნის დასახელება.
- უწყების დასახელება, რომელსაც ეკუთვნის დოკუმენტი.
- წელი გამოცემისა, სადაც მოძიებულ იქნა მითითებული დოკუმენტი.
- დოკუმენტის სახე (ბრძანება, კანონი...).
- დოკუმენტის დასახელება შესაბამისი საიდენტიფიკაციო ნომრისა და წლის მინიშნებით.
- ადგილი იმ გამოცემისა, რომელშიც მოძიებულია მითითებული დოკუმენტი. > გამოცემის დასახელება, რომელშიც მოძიებული იქნა მითითებული დოკუმენტი.
ტექსტში, გამოყენებული წყარო, უნდა მიენიშნოს შემდეგნაირად: ციტატის ბოლოს, ფრჩხილებში, იწერება დასახელებული წყაროს რიგითი ნომერი თანდართული ნუსხის მიხედვით და გამოიყოფა მძიმით. შემდეგ კი მიეთითება გვერდები, საიდანაც აღებულია ციტატა ან თეზისი.
დაცვის პროცესში (პრეზენტაცია) ავტორს შეუძლია საილუსტრაციო მასალის გამოყენება.
რეფერატი უნდა აკმაყოფილებდეს უნივერსიტეტში დადგენილ ზოგად ფორმალურ მოთხოვნებს:
რეფერატის მოცულობა არ უნდა იყოს A4 ზომის, ტექსტის შრიფტი - ”ცად უსხ”, ზომა 12, სათაურების და ქვესათაურების ზომა – 14-16, სტრიქონებს შორის მანძილი - 1,5 (გვერდის ველები ყველა მხრიდან 2 სმ).
აბზაცები ერთმანეთისაგან გამოიყოფა თითო სტრიქონის გამოტოვებით, ამასთან, ყველა სტრიქონის დაშორება მარცხენა ველიდან თანაბარი უნდა იყოს.
ნაშრომის სტრუქტურაში შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს შემდეგი კომპონენტები:
- თავფურცელი - ნაშრომის პირველი გვერდი.
- შესავალი - ნაშრომის ზოგადი ნაწილია, რომელშიც უნდა აისახოს დამუშავებული თემის აქტუალობის დასაბუთება, დასმული ამოცანა (ამოცანები);
- გამოყენებული მეთოდები;
- ტექსტის ძირითადი ნაწილი - შეიძლება დაიწყოს თავებად და პარაგრაფად;
- დასკვნა - უნდა ასახავდეს ნაშრომის შედეგებს;
- ბიბლიოგრაფია - წარმოდგენილ უნდა იქნეს ნაშრომის ბოლოს ანბანური თანმიმდევრობით. ჯერ გამოცემები ქართულ ენაზე, ხოლო შემდეგ - უცხოურ ენებზე.