როგორ დავწეროთ ტექსტის შინაარსი სწორად
დიდი ყურადღებით წაიკითხეთ ნაწარმოები, თუ საჭიროა რამდენჯერმე (უკეთესია თუ ამას სიჩუმეში გააკეთებთ).
გაანალიზეთ რა არის ნაწარმოების - მოთხრობის მთავარი აზრი და სათქმელი. ყურადღება გაამახვილეთ მნიშვნელოვან მომენტებზე, ასევე მოქმედ პერსონაჟებსა და დროზე.
როდესაც დარწმუნდებით, რომ ნაწარმოების არსს უკვე "ჩაწვდით" დაიწყეთ წერა. პირველ რიგში უნდა გააკეთოთ შესავალი (რითიც ყველა ნაწარმოები იწყება) და შემდეგ მივყვეთ ნაწარმოების მიხედვით არსის მოკლედ გადმოცემას. შეეცადეთ იყოთ მაქსიმალურად ობიექტური, წარმოიდგინეთ, რომ ამბავს რომლის მოწმეც თავად გახდით უყვებით საზოგადოებას. დაიცავით აღწერილი მოვლენების თანმიმდევრობა, არავითარ შემთხვევაში არ გადახვიდეთ ერთი ეპიზოდიდან მეორეზე, ეს არის შინაარსი, თანმიმდევრული და არა განხილვა.
დასასრულისას შეგიძლიათ მოკლე 1 აბზაციანი თქვენი დამოკიდებულება და აზრი გამოთქვათ ნაწარმოების, ან მასში ასახული ძირითადი მოვლენების შესახებ.