10 გემრიელი წვნიანის რეცეპტი შემოდგომის ცივი ამინდებისთვის
სიმინდის სუპი ბეკონით და კარტოფილით
სქელი სიმინდისა და კარტოფილის წვნიანი ხრაშუნა ბეკონით, იდეალურად დაგანაყრებთ.
ინგრედიენტები:
- ბეკონი 8 ნაჭერი
- ნაღების კარაქი 2 ს/კ.
- ხახვი 1 ც.
- ფქვილი 1/4 ს/კ.
- ნიორი 2 კბილი
- წყალი ან ქათმის ბულიონი 5 ჭ.
- კარტოფილი 0,5 კგ.
- ხმელი ქონდარი 1/4 ჩ/კ.
- შებოლილი პაპრიკა 1/4 ჩ/კ.
- სქელი ნაღები 1 ჭ.
- მარილი, პილპილი გემოვნებით
- მწვანე ხახვი მოსართავად
- სიმინდის მარცვლები 4 ჭ.
უკრაინული სამზარეულოს დიდი ხნის დავიწყებული კერძი
ჰუცულური როსოვნიცა - ასე ჰქვია ძველ უკრაინულ კერძს.
შემადგენლობა:
- ქათმის ბარკალი ბულიონისთვის - 1 ც.
- ღორის კისერი ან ღორის ფილე - 200 გ.
- კარტოფილი - 2-3 ც.
- მჟავე კომბოსტო - 250 გ
- სიმინდის მარცვლები - 160 გ
- ხახვი - 1 ც.
- ახალი მწვანილი - კამა და ოხრახუში
- დაფნის ფოთოლი - 2 ც.
- დაფქული შავი პილპილი - გემოვნებით
- მარილი - გემოვნებით
ტოლმის უგემრიელესი წვნიანი - იდეალურია ნაბახუსევზე
უგემრიელესი წვნიანი გატარებული ხორცით, ბრინჯითა და კომბოსტოთი, რომელიც გემოთი ძალიან ჰგავს კომბოსტოს ტოლმას. არაჟნით და შავი პურით - უბრალოდ იდეალური წვნიანია.
უმჯობესია მოამზადოთ კომბოსტოს რბილი ჯიშებისგან - ადრეული ან, მაგალითად, პეკინის კომბოსტოთი. გვიანი კომბოსტო ძალიან დიდხანს იხარშება, ამიტომ ამ შემთხვევაში არ იქნება შესაფერისი.
სხვათა შორის, შეგიძლიათ ტოლმის წვნიანი დიდ ქვაბში მოხარშოთ და ნახევარი გაყინოთ. როცა მშიერი იქნებით, გაალღვეთ და ხელახლა გააცხელეთ.
შემადგენლობა
- ხახვი - 1 ცალი
- სტაფილო - 1 ცალი
- ნიორი - 2 კბილი
- ტომატ-პასტა - 2 ს/კ
- საქონლის ფარში - 500 გრამი
- ბრინჯი - 120 გრამი
- ახალი კომბოსტო - 400 გრამი
- გახეხილი პომიდორი - 500 გრამი
- წყალი - 2 ლიტრი
- მარილი, პილპილი გემოვნებით
- არაჟანი გემოვნებით
- მწვანილი გემოვნებით
ცხარე ნაღების ქათმის სუპი: ორიგინალური რეცეპტი
ქათმის წვნიანი არ არის მხოლოდ გამჭვირვალე ბულიონი ბრინჯითა და მწვანილით. არსებობს სხვა ძალიან საინტერესო რეცეპტები. შეეცადეთ გააოცოთ თქვენი ოჯახი ორიგინალური კერძით. ეს წვნიანი შეიძლება მომზადდეს ქათმისგან ან ინდაურისგან.
შემადგენლობა
- ზეითუნის ზეთი
- დიდი ხახვი
- 1 ჰალაპენიო
- 4 კბილი ნიორი დაჭრილი
- 4 ჭიქა ქათმის ბულიონი
- 100 გრამი კუბებად დაჭრილი მწვანე წიწაკა
- ბეგქონდარა, ორეგანო, ჩილის ფხვნილი
- ერთი შეკვრა ნაღების ყველი
- 1 ჭიქა სიმინდი
- ლაიმი
- 2 ჭიქა ლობიო (დაკონსერვებული ან მოხარშული)
- 2,5 ჭიქა დაჩეჩილი ქათამი ან ინდაური
- მარილი და ახლად დაფქული შავი პილპილი გემოვნებით
"შემოდგომის ბედნიერება" - სასარგებლო და გემრიელი გოგრის და სტაფილოს კრემსუპი
ეს ნარინჯისფერი წვნიანი ვიტამინების საბადოა. გოგრა, სტაფილო და კარტოფილი გააჯერებს თქვენს ორგანიზმს C ვიტამინის, ფოლიუმის მჟავისა და ბოჭკოების დიდი დოზებით. სუპი გაგამხიარულებთ თავისი პიკანტური არომატით და უჩვეულოდ ნათელი ფერით.
შემადგენლობა
- 1 საშუალო ზომის გოგრა
- 2 საშუალო ზომის კარტოფილი
- 8 ს/კ. წყალი
- 8 საშუალო ზომის სტაფილო
- 3 ნაჭერი ახალი ჯანჯაფილი
- 1 ქილა ქოქოსის რძე
- 1/2 ს/კ. მუსკატის კაკალი
- 1/2 ს/კ. ქინძი
- პილპილი და მარილი გემოვნებით
უგემრიელესი ფრანგული ხახვის წვნიანი
ბროკოლის კრემსუპი 2 ინგრედიენტით, გორდონ რამზის რეცეპტით
ყველას არ მოსწონს ბროკოლით მომზადებული კერძები. ეს კაშკაშა ბოსტნეული ძალიან სასარგებლოა და მისი მომზადება ბევრნაირადაა შესაძლებელი. შეგიძლიათ სცადოთ ორთქლზე მოხარშვა, ან მისგან სურნელოვანი პიურეს მომზადება. მაგრამ ამჯერად, მსოფლიოში ერთ-ერტი ყველაზე ცნობილი შეფ-მზარეულის, გორდონ რამზის რეცეპტს გაგიზიარებთ. ბრიტანელ შეფს ნამდვილი კულინარიული ნიჭი აქვს. მხოლოდ 2 ინგრედიენტით მან ნამდვილი შედევრი შექმნა. ჩვენ შევეცდებით გავიმეოროთ. იმედია მოგეწონებათ!
ბროკოლის კრემსუპს, რომელსაც დღეს მოვამზადებთ, რამდენიმე თავისებურება აქვს:
პირველ რიგში, მისი მომზადებისთვის დაგჭირდებათ მხოლოდ 2 ძირითადი ინგრედიენტი და მარილი. ეს არის თავად კომბოსტო და მისი მომზადებისთვის - წყალი. მეორეც, მნიშვნელოვანია გამოიყენოთ მხოლოდ ბროკოლის ყვავილები ფესვის გარეშე. ეს გავლენას ახდენს როგორც მზა სუპის გემოზე, ასევე მის ფერზე.
წითელი კომბოსტოს კრემ-სუპი
საკმარისია ერთხელ ნახოთ ფოტოზე წითელი კომბოსტოს სუპის კრემი, რომ მაშინვე მოგინდებათ მისი მომზადება. მინდა გაგიზიაროთ ნაცადი რეცეპტი. უბრალოდ შეხედეთ ამ ფანტასტიკურ ფერს!
ყველაზე გემრიელი ხორცის წვნიანი ქერით
საუკეთესო საქონლის ხორცის და მარცვლეულის წვნიანი.
შემადგენლობა
- საქონლის ხორცი 500 გ.
- ქერი 1 ჭიქა (შეგიძლიათ ასევე გამოიყენოთ ბულგური)
- 1 1/2 ჭიქა სტაფილო, წვრილად დაჭრილი
- 1 ქილა სიმინდი, გადაწურული
- 1 1/2 ჭიქა ნიახური, წვრილად დაჭრილი
- 2/3 ჭიქა ხახვი, დაჭრილი
- დაჭრილი სოკო 226 გრამი
- 2 კუბიკი საქონლის ბულიონი ("გალინა ბლანკა")
- 8-10 ჭიქა წყალი
- 1 დიდი დაფნის ფოთოლი
გამჭვირვალე და გემრიელი თევზის წვნიანი - რჩევები შეფ-მზარეულისგან
რა ნაჭრები და რომელი სახეობის თევზი უშვებს გემრიელ ბულიონს? გიზიარებთ რეკომენდაციებს შეფ-მზარეულისგან.
როგორც წესი, თევზის ბულიონი მზადდება თევზის თავისგან, ხერხემლისა და კუდისგან. ასევე უნდა გვახსოვდეს, რომ აუცილებელია ნაღველის ამოღება: მას შეუძლიათ ბულიონს სიმწარე დაუმატოს და ბულიონის კონსისტენციასა და გამჭვირვალობაზე იმოქმედოს.
ასე რომ, თითო კილოგრამ ნარჩენებზე დაგჭირდებათ 1,5-3 ლიტრი წყალი. თუ წყალი არ არის საკმარისი, ბულიონი უფრო კონცენტრირებული იქნება, მაგრამ ამავე დროს უფრო დაბურული ფერის.
და პირველი საიდუმლო: იმისათვის, რომ ბულიონი უფრო ცხიმიანი და მდიდარი გემოსი იყოს, დაუმატეთ მას ერთი ნაჭერი კარაქი. რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვსაუბრობთ ცხიმოვანი თევზისგან დამზადებულ ბულიონებზე, როგორიცაა ორაგული.