როგორ დაივიწყოთ ბიჭი, თუ მასზე გამუდმებით გეფიქრებათ
ნაბიჯი
განიცადეთ თქვენი ემოციები. ერთი დღე დაუთმეთ სევდას. ეს საჭიროა იმისთვის, რომ დაიცალოთ დაგროვილი ბრაზისგან და წყენისგან. შეაგროვეთ ყველა ის ნივთი, რომელიც მას გახსენებთ: ფოტოები, ნაჩუქარი ნივთები. თუ გინდათ, გადაიკითხეთ თქვენი მიმოწერა. იტირეთ. ოღონდ, ამ ემოციების გამოფრქვევას მხოლოდ ერთი დღე დაუთმეთ. თქვენ უნდა მიიღოთ ის მოცემულობა, რომ თქვენს ცხოვრებაში ხვალიდან ახალი ფორცელი იწყება...
ნაბიჯი
შემდეგი ნაბიჯია იმ ყველაფრის მოშორება, რაც მას გახსენებთ. წაშალეთ ფოტოები, მიმოწერა ჩათში. შეწყვიტეთ მისი სოც. ქსელების მონახულება. ეს ეტაპი ყველაზე რთულია, მაგრამ თქვენი გასაკეთებელია! თქვენი მიზანია, დაბლოკოთ ფიქრები მასზე, ნებისმიერი საშუალებით. ერთი კვირა მაინც, არ მოუსმინოთ სევდიან მუსიკას! არ უყუროთ სასიყვარულო ფილმებს. სევდიანი ფიქრები მასზე ჩაანაცვლეთ პოზიტიურით.
ნაბიჯი
იკონტაქტეთ მამაკაცებთან. შეხვდით, მიწერეთ, ეკონტაქტეთ მეგობარ ბიჭებს, ჩაეწერეთ სალონში მამაკაც სტილისტთან, სამსახურში დაელაპარაკეთ მამაკაც თანამშრომლებს, ნებისმიერ საინტერესო თემაზე. მათგან მიიღებთ კომპლიმენტებს, რაც თქვენს თვითშეფასებას აამაღლებს და თავს სასურველ, საინტერესო ქალად გაგრძნობინებთ. შეცვალეთ რაღაც თქვენს გარეგნობაში, თუნდაც უმნიშვნელო.
ნაბიჯი
საუკეთესო მეთოდი მამაკაცის დასავიწყებლად, მისი ჩანაცვლებაა სხვა მამაკაცით. გადახედეთ სანაცნობო წრეს, სოც. ქსელში გამოგზავნილ მეგობრობის თხოვნებს, გაიხსენეთ, ვინ მოგწონდათ. უპასუხეთ უცნობი მამაკაცების მოწერილ სმს-ებს. უბრალოდ გაესაუბრეთ მათ, ან იპოვეთ ახალი ინტერესის ობიექტი. გახსოვდეთ, რომ შეუცვლელი არავინაა და სადღაც აუცილებლად არის თქვენი მონათესავე სული, ის ვინც ძალიან შეგიყვარებთ!
ნაბიჯი
დატვირთეთ თქვენი დღის გრაფიკი მაქსიმალურად. იარეთ ჯიმში, შეხვდით მეგობრებს, წადით მარტო ბარში და თავი იგრძენით ფილმის გმირად. წადით ისეთ ადგილას, სადაც მანამდე არასოდეს ყოფილხართ. ისეირნეთ ველოსიპედით, აიღეთ თანამედროვე ცეკვის კურსი, ან მოიძიეთ ონლაინ უფასო გაკვეთილები იმ სფეროდან, რომელიც გაინტერესებდათ და დრო ვერასდროს გამონახეთ.
ნაბიჯი
სცადეთ მედიტაცია. ეს ძალიან დაგეხმარებათ. მოიძიეთ youtube-ზე მედიტაცია, რომელიც დაგეხმარებათ სტრესისგან განთავისუფლებაში. სცადეთ იოგა. შეიგრძენით, გაიცანით და შეიყვარეთ თქვენი სხეული. შეიყვარეთ საკუთარი თავი და ხშირად უმეორეთ სარკეში თქვენს თავს, რომ ხართ ძალიან საინტერესო, განსაკუთრებული, მომხიბვლელი, სექსუალური, ჭკვიანი და იცით, - თქვენ ყველაფერს შეძლებთ! ყველაფერი გამოგივათ!