როგორ გახდეთ ემოციურად მიმზიდველი მამაკაცისთვის - rogor.ge

როგორ გახდეთ ემოციურად მიმზიდველი მამაკაცისთვის

დაივიწყეთ „როგორ უნდა იყოს“

მთელი ჩვენი ცხოვრება გაცნობისა და ურთიერთობის ზოგიერთ წესზე გვეუბნებოდნენ – მშობლები, მეგობრები, კოლეგები, საზოგადოება, მედია. მაგრამ ძალიან ხშირად ეს არის ის წესები, რაც გვზღუდავს და გვაიძულებს ხელიდან გავუშვათ მრავალი შესაძლებლობა, შევხვდეთ მართლაც არაჩვეულებრივ ადამიანებს, რომლებთანაც შეგვიძლია არაჩვეულებრივი ურთიერთობები დავამყაროთ.

არავინ ამბობს, რომ არ უნდა გქონდეთ ურთიერთობების საკუთარი პრინციპები და სტანდარტები, მაგრამ დარწმუნდით, რომ თქვენი ასეთი მოთხოვნების ჩამონათვალი არ არის ძალიან მკაცრი და არ შეგზღუდავთ ექსპერიმენტებში. ვინმე, რომელიც, სავარაუდოდ, არ არის თქვენთვის შესაფერისი თეორიულად, შეიძლება აღმოჩნდეს ზუსტად ის, ვინც გჭირდებათ პრაქტიკაში.

შეწყვიტეთ ყველაფრის ანალიზი

ნამდვილი სიყვარული მარტივია, თუმცა ყოველთვის არ არის ადვილი. არ არის საჭირო ყველაფრის გართულება, ეს ხელს შეგიშლით იყოთ საკუთარი თავი და უფრო მიმზიდველი მათთვის, ვისაც სჭირდებით.

მიიღეთ და გიყვარდეთ საკუთარი თავი ისეთი, როგორიც ხართ

ეს რჩევა არის იმისთვის, რომ არ აჩქარდეთ პირველ ადამიანზე, ეს არ ნიშნავს, რომ მარტო რჩებით. არ გააკეთოთ რაიმე სხვების მოსაწონად, არ იხელმძღვანელოთ სხვა ადამიანების მოსაზრებებით. იყავით საკუთარი თავი, გაიგეთ, რაში ხართ უნიკალური.

მიიღეთ სხვები ისეთები, როგორებიც არიან

ნაკლებად სავარაუდოა, რომ თქვენ თვითონ მოგეწონოთ, როცა ადამიანები გსჯიან, გაკრიტიკებენ ან ცდილობენ თქვენს შეცვლას. იმავეს ნუ გაუკეთებთ სხვას.

ექსპერიმენტი

არასოდეს შეწყვიტოთ საკუთარი თავის, სხვების და თქვენს გარშემო არსებული სამყაროს შესწავლა. შეცდომებზე ბევრს სწავლობთ, იღებთ გამოცდილებას, პერსპექტივებს.

განავითარეთ სხეული, გონება და გრძნობები

ამ გზით თქვენ იცხოვრებთ სრულყოფილად და მოიზიდავთ საუკეთესო ადამიანებს, რომლებსაც ეცოდინებათ, რომ თქვენ გვერდით ყოფნა ყოველთვის საინტერესო იქნება.

გახსოვდეთ, რომ შეიძლება ყოველთვის არ იყოთ მართალი

სიჯიუტე არ არის მიმზიდველი. იმის ნაცვლად, რომ დაიცვათ თქვენი თვალსაზრისი, ჩაერთეთ დიალოგში, ჰკითხეთ ადამიანს, რატომ არის ის დარწმუნებული თავის აზრში და გააცნობიერეთ, ვინ არის მართალი.

შექმენით თქვენი საკუთარი სამყარო

როგორც წესი, მშობლებისგან და საზოგადოებისგან ვსწავლობთ, როგორი უნდა იყოს ჩვენი ცხოვრება, რისი უნდა გვჯეროდეს, რისკენ უნდა ვისწრაფოდეთ. ამაში ცუდი არაფერია, მაგრამ რაღაც მომენტში თქვენ უნდა გააცნობიეროთ რა გინდათ, რას ფიქრობთ, რისი გჯერათ და ამით მიიზიდოთ ის ადამიანები, რომლებიც დაგეხმარებიან ამაში.