ქალის 8 თვისება, რომლებსაც მამაკაცები კერპად აქცევენ - rogor.ge

ქალის 8 თვისება, რომლებსაც მამაკაცები კერპად აქცევენ

ის დამოუკიდებელია

მას არ სჭირდება ტონა ფულის გამომუშავება, რომ იყოს თვითკმარი და დამოუკიდებელი. რაც მას ნამდვილად ღირებულს ხდის არის მისი ემოციური დამოუკიდებლობა. თუ ქალი კოდამოკიდებულ ურთიერთობაშია, თუ ის ფსიქოლოგიურად არის დამოკიდებული პარტნიორზე, ასეთი ურთიერთობა თავიდანვე განწირულია წარუმატებლობისთვის. და, ბუნებრივია, იმ მოკლე დროშიც კი, როცა ერთად იქნებით, არცერთი პარტნიორი არ იგრძნობს თავს ნამდვილად ბედნიერად.

ის თავს კარგად გრძნობს "საკუთარ კანში"

თუ ქალი გულწრფელად გრძნობს თავს თავდაჯერებულად და ეს მისი ბუნებრივი მდგომარეობაა, არ აქვს მნიშვნელობა როგორ გამოიყურება ან რა აცვია, გარშემომყოფები ვერც კი შეამჩნევენ მის ნაკლოვანებებს. მხოლოდ ის, რასაც ხალხი ხედავს, არის მისი თავდაჯერებულობა და წარმოუდგენელი დადებითი ენერგია, რომელიც მას აქვს.

ის თავს მარტოც კომფორტულად გრძნობს

დაუცველი ქალები თავს დაცულად არ გრძნობენ და ხშირად მარტოობის საშინლად ეშინიათ.

ის პატივს სცემს თქვენს პირად სივრცეს

ის მანიაკალურად არ გირეკავთ ყოველ 10 წუთში, ან როცა სამსახურის შემდეგ მეგობრებთან ერთად ლუდს სვამთ. მას ესმის, რომ მეგობრები თქვენი ცხოვრების ნაწილია. ასეთი ქალი ზოგადად პატივს სცემს თქვენს ინტერესებს და გარემოს.

მას აქვს საკუთარი აზრი

მას არ უნდა ეშინოდეს საკუთარი აზრის გამოხატვის. იგი ნორმალურად უნდა თვლიდეს, რომ თითოეულ ადამიანს აქვს საკუთარი შეხედულება სიტუაციებსა და საგნებზე და ეს აბსოლუტურად ბუნებრივია. შესაძლოა გქონდეთ ერთნაირი შეხედულებები მთავარ საკითხებზე(ბოლოს და ბოლოს, ეს არის თქვენი ერთად ყოფნის მიზეზი), მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის ეთანხმება თქვენ მიერ ნათქვამს სიტყვასიტყვით. ის თამამად და მშვიდად გეტყვით, როცა სხვანაირად ფიქრობს.

ის არასოდეს მიგითითებთ თქვენს ნაკლზე

რა თქმა უნდა, არ არსებობს ადამიანი ნაკლის გარეშე. მაგრამ თქვენი შეყვარებული არ უნდა ამახვილებდეს ყურადღებას მხოლოდ თქვენს ცუდ თვისებებზე. ის უპირველეს ყოვლისა თქვენს ძლიერ მხარეებს უნდა აქცევდეს ყურადღებას, არ უნდა გკიცხავდეთ თქვენი სისუსტეების გამო.

ის პატივს გცემთ

ასეთმა ქალმა იცის თავისი ღირსება და არასოდეს შეხვდება მამაკაცს, რომელიც მას არ აფასებს. ან კიდევ უარესი - ამცირებს ან შეურაცხყოფს. თუ მან აგირჩიათ, ეს ნიშნავს, რომ ის პატივს გცემთ და მოსწონხართ ისეთი, როგორიც ხართ. პატივისცემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საყრდენია, რომელზეც ჯანსაღი და ბედნიერი ურთიერთობაა აგებული.

მას აქვს საკუთარი ჰობი და ზუსტად იცის რა სურს

ასეთი გოგონა თვითკმარი ადამიანია, მას აქვს საკუთარი ინტერესები და ჰობი. ის თავის თავს უდგენს გარკვეულ მიზნებს და ცდილობს მიაღწიოს მათ. მისთვის თვითგანვითარება არ არის ლამაზი სიტყვა პრიალა ჟურნალიდან, არამედ ცხოვრების წესი. ამიტომ ის ღიაა ყველაფრისთვის, მუდმივად მუშაობს საკუთარ თავზე, ცდილობს გახდეს უკეთესი.