როგორ ვიმოგზაუროთ პორტუგალიაში და რა ვნახოთ
პორტო
უპირველეს ყოვლისა, გაისეირნეთ მდინარე დუროს სანაპიროზე და აღფრთოვანდით ფონტე ლუის ხიდიდან კაშკაშა ნარინჯისფერი სახურავების ხედებით. თუ დაიღლებით, კაფეში დაჯექით და შეუკვეთეთ ფრანცისინა. დააგემოვნეთ პორტუგალიური ღვინოც.
ადგილები, რომლებსაც ნახავთ პორტოში:
- მდინარე დუროს ველი;
- "Lello Shop" (წიგნების მაღაზია, რომლის ინტერიერში გადაიღეს სცენები ჰარი პოტერიდან);
- რიბეირას ტერიტორია;
- "Sao Bento Station" (ჩვეულებრივ სადგურს ჰგავს, შიგნით ნამდვილი „განძია“, ღიაა 24 საათის განმავლობაში)
- კლერიგოსის და სან-ფრანცისკოს ეკლესიები;
- ქუჩა სანტა კატარინა.
სან მიგელის კუნძული (აზორები)
შესანიშნავი ვარიანტია პორტუგალიის კუნძულის ნაწილის, აზორის ნახვა. ცხრა კუნძულიდან სამზე არის აეროპორტები: სან მიგელი, ტერცეირა და სანტა მარია. სან მიგელის კუნძულზე ძალიან ლამაზი ბუნებაა: ვულკანები, ფერადი ტბები, პლაჟები შავი ქვიშის ხავერდით და მილიონობით ჰორტენზია. შეგიძლიათ მოინახულოთ: მოსტეიროსის სანაპირო; "Termas da Ferraria" - ბუნებრივი აუზი ოკეანეში.
ლისაბონი
ლისაბონში შეგიძლიათ უსასრულოდ ისეირნოთ ვიწრო ქუჩებში, დაათვალიეროთ აივნები, მოუსმინოთ პორტუგალიურ მეტყველებას ან ფადოს ხმებს. ლისაბონის გასაცნობად კლასიკური გზაა ტრამვაით, მაგრამ არ დაელოდოთ პირველივე გაჩერებაზე, შესაძლოა ადგილები არ იყოს.
აუცილებლად ეწვიეთ:
- წიგნის მაღაზია "სიმაო";
- როსიოს მოედანი;
- ვილა-ბერტა;
- ფუნიკულიორი გლორია.
როგორ იმოგზაუროთ რომში - 10 რჩევა საუკეთესო დასვენებისთვის
როგორ ვიმოგზაუროთ საფრანგეთში ნაყოფიერად