"სანამ იპოვი ცხოვრების აზრს, ის უკვე აღარ იარსებებს" - ჯორჯ კარლინის სარკასტული ციტატები - rogor.ge

"სანამ იპოვი ცხოვრების აზრს, ის უკვე აღარ იარსებებს" - ჯორჯ კარლინის სარკასტული ციტატები

თუ გსურთ იცოდეთ, როგორ დაეხმაროთ თქვენს შვილებს, დატოვეთ ისინი!

ახლახან მივხვდი, რისთვის არის ელექტრონული ფოსტა - ადამიანებთან კომუნიკაციისთვის, ვისთანაც არ გსურთ საუბარი.

იცხოვრე ისე, თითქოს ეს შენი ბოლო დღე იყოს, ერთ დღესაც ასე იქნება და შენ კი სრულიად "შეიარაღებული" იქნები.

რა არის საუკეთესო რამ სანაპიროზე მდებარე სახლში? მხოლოდ სამი მხრიდან ხარ გარშემორტყმული იდიოტებით.

მაინტერესებდა, ასაკთან ერთად რატომ კითხულობენ ადამიანები უფრო და უფრო აქტიურად ბიბლიას. მერე კი გამიელვა: დასკვნითი გამოცდისთვის ემზადებიან.

პლანეტაზე ყოველი მესამე ადამიანი განიცდის რაიმე სახის ფსიქიკურ დაავადებას. იფიქრე შენს ორ საუკეთესო მეგობარზე. თუ ისინი კარგად არიან, მაშინ ეს თქვენ უნდა იყოთ.

სანამ იპოვი ცხოვრების აზრს, ის უკვე აღარ იარსებებს.

გააგრძელე სწავლა. შეიტყვე მეტი კომპიუტერების, ხელნაკეთობების და სხვათა შესახებ. ეცადეთ, არ იზარმაცოს თქვენმა ტვინმა, რადგან უსაქმური ტვინი ეშმაკის სახელოსნოა, ეშმაკის სახელია - ალცჰეიმერი.

მთავარი ის არ არის, რომ ბავშვმა წაიკითხოს. წაიკითხავენ ბავშვები, რომლებსაც კითხვის სურვილი აქვთ. ბავშვები, რომლებსაც კითხვის სწავლა სურთ, ისწავლიან კითხვას. გაცილებით მნიშვნელოვანია, ბავშვებს ვასწავლოთ, რომ ეჭვი შეიტანონ წაკითხულში.

ადამიანები, რომლებიც ცხოვრებას უფრო მეტად ღირებულად აღიქვამენ, ვიდრე უბრალოდ გასართობს, გამოტოვეს მთავარი აზრი.

რა არის კარგი ეგოისტებში? - ისინი არ განიხილავენ სხვა ადამიანებს.

ჩვენ ძალიან ბევრს ვსაუბრობთ, გვიყვარს ძალიან იშვიათად და გვძულს ძალიან ხშირად. ჩვენ ვიცით როგორ მოვაწყოთ და ვუზრუნველვყოთ ჩვენი ცხოვრება, მაგრამ ამავდროულად არც ვიცით ეს, რადგან "დავიპყარით" გარე სამყარო, მაგრამ არა ჩვენი შინაგანი სამყარო.

როგორ მიხვდეთ, რომ წასვლის დროა - ალენ დელონის ბრწყინვალე ციტატები

"თუ შენი სიტყვები სიჩუმეზე უფრო საინტერესო არ არის, გაჩუმდი" - ბერნარ ვერბერის ციტატები ცხოვრებაზე

"ჩვენი პრობლემების უმეტესობა გამოწვეულია სისულელეებით და ბრაზით" - ოლდოს ჰაქსლის 3 გამამხნევებელი ციტატა

"თუ ისინი შეეცდებიან თქვენს დამცირებას, თქვით მხოლოდ ერთი სიტყვა" - ფროიდის ხრიკი