როგორ მიხვდეთ, რომ წასვლის დროა - ალენ დელონის ბრწყინვალე ციტატები - rogor.ge

როგორ მიხვდეთ, რომ წასვლის დროა - ალენ დელონის ბრწყინვალე ციტატები

დატოვეთ, როცა სიტუაცია ნათელია

როცა ხვდებით, როგორ მიდის საქმეები. როცა ნათელია, როგორ გექცევათ ადამიანი, რისი გაკეთება შეუძლია თქვენთვის და რისი არა. როცა უკვე საკმარისი ფაქტები გაქვთ შეგროვებული, დატოვეთ ეს ურთიერთობა.

დატოვეთ, როცა ადამიანის პოზიცია ნათელია

მან გარკვევით გითხრათ, რას გრძნობს თქვენ მიმართ, რა გეგმები აქვს თქვენთან მიმართებით. ეს შეიძლება საკმაოდ უხეშადაც გითხრან, მაგრამ თქვენ დაჟინებით ცდილობთ იპოვოთ მათში დადებითი თვისებები. ეძებთ ხელჩასაჭიდს და დამაიმედებელს.

წადით, როცა ადამიანთან არაფერი გაქვთ საერთო

საერთო აწმყო არ არსებობს, საერთო მომავლის გეგმები არ არსებობს. და რა მნიშვნელობა აქვს, რამდენად გარკვევით საუბრობს ამაზე ადამიანი? თუ ყველაფერი გასაგებია თქვენთვის და თავისი მოქმედებით ამას გატყობინებთ, აუცილებლად გადადგით ნაბიჯი.

წადით მანამ, სანამ უხეშად მოგთხოვენ წასვლას

თუ ყველაფერი გასაგებია თქვენთვის. თუ ყველაფერი გააკეთეთ, რაც საჭიროდ ჩათვალეთ ამ ურთიერთობისთვის, ამ ადგილის შესანარჩუნებლად, მაგრამ შედეგი მაინც არ არის, მაშინ დროა წახვიდეთ. რა აზრი აქვს ცვლილებების მოლოდინს? წადით იქ, სადაც გელოდებიან.

"თუ შენი სიტყვები სიჩუმეზე უფრო საინტერესო არ არის, გაჩუმდი" - ბერნარ ვერბერის ციტატები ცხოვრებაზე

"ნუ ლაპარაკობ ცუდს საკუთარ თავზე, თუნდაც ხუმრობით" - 12 ცხოვრებისეული გაკვეთილი ბრძენი ადამიანებისგან

"ჩვენი პრობლემების უმეტესობა გამოწვეულია სისულელეებით და ბრაზით" - ოლდოს ჰაქსლის 3 გამამხნევებელი ციტატა