"ჩვენი პრობლემების უმეტესობა გამოწვეულია სისულელეებით და ბრაზით" - ოლდოს ჰაქსლის 3 გამამხნევებელი ციტატა - rogor.ge

"ჩვენი პრობლემების უმეტესობა გამოწვეულია სისულელეებით და ბრაზით" - ოლდოს ჰაქსლის 3 გამამხნევებელი ციტატა

„ალბათ ტანჯვა კარგია ადამიანისთვის. შეუძლია თუ არა მხატვარს რაიმე დახატოს, თუ ის ბედნიერია? მოისურვებს თუ არა რაიმეს დახატვას? და მაინც რა არის ხელოვნება, თუ არა პროტესტი ცხოვრების საშინელი სიმკაცრის წინააღმდეგ?“

ეს ციტატა გვაიძულებს გავაანალიზოთ ადამიანისა და ხელოვნების მიმართება. ხელოვნება არის შემოქმედების გამოვლენა, რაც გულისხმობს შინაგანი არეულობის გამოვლინებას. რა არის დაბნეულობა? როგორც წესი, ჩვენ მას ტანჯვის ფორმას ვუწოდებთ. ბევრ ადამიანს სურს გაქცევა ტანჯვისგან, ამის აღიარების გარეშე. ტანჯვა გარდაუვალია, ამიტომ ყველამ მასში ფარული აზრი უნდა ვეძებოთ.

„ჩვენი ავადობის სულ მცირე ორი მესამედი გამოწვეულია ადამიანის სისულელეებით, ბრაზით, მათი უდიდესი მოტივატორებითა და გამართლებით: იდეალიზმით, დოგმატიზმით და რელიგიური თუ პოლიტიკური პროზელიტიზმით“

ეს ციტატა ხაზს უსვამს დოგმატიზმისა და იდეალიზმის არასტაბილურობას. ჩვენ უნდა შევძლოთ და ვიპოვოთ ბალანსი, თუ რამდენად ღიაა ჩვენი გონება. როგორც წესი, მათ, ვინც იდეალის ერთგულებას იფიცებენ, გახსნილობა აკლიათ. ამიტომაც ასე დაუნდობლად ცდილობენ თავიანთი იდეალების დაცვას, თუმცა ხშირად ეს იდეალები არა მათი, არამედ სხვისია! ეს არის მიზეზი იმისა, რომ ამდენი ადამიანი უარყოფს ახალ ინფორმაციას. ერთადერთი, რისი მოსმენა სურთ, არის ის, რაც მათ რწმენას დაუჭერს მხარს. ჩვენ ხშირად ვაძლევთ საშუალებას ჩვენს სისულელეს საუკეთესოდ გამოგვიყენოს! ჩვენ გვსურს დავიჯეროთ, რომ ჩვენ იმდენად მართალი ვართ, რომ საკუთარი დოგმების მსხვერპლი ვხდებით. დოგმა ხელს გვიშლის ვაღიაროთ, რომ ვცდებით.

„ჩვეულებრივი რუტინისგან თავის დაღწევა, გარე და შინაგანი სამყაროს რამდენიმე საათით დანახვა არა ისე, როგორც გადარჩენით შეპყრობილ ცხოველს, ან სიტყვებით და ცნებებით შეპყრობილ ადამიანს, არამედ როგორც მათ ესმით პირდაპირ და უპირობოდ, მთელი გონებით - ეს გამოცდილება ფასდაუდებელია ყველასთვის, განსაკუთრებით ინტელექტუალებისთვის"

დროის არსის გასაგებად ჩვენ უნდა ვიცხოვროთ აწმყოში. სიბრძნე იმალება ახლანდელ მომენტში. გაასუფთავეთ გონება და მიეცით საშუალება სიბრძნეს შეავსოს იგი. უნდა გამოხვიდეთ რუტინიდან და სხვანაირად შეხედოთ ცხოვრებას. სწორედ ამის გადმოცემას ცდილობს ჰაქსლი - იმ მომენტების მნიშვნელობა, როდესაც ვხედავთ კავშირს ჩვენ შინაგან და გარე გამოცდილებას შორის! ამისთვის ზოგჯერ უბრალოდ უნდა გაჩერდეთ და დაიწყოთ ცხოვრება აქ და ახლა.

"თუ ვინმემ დაგიშავათ, შურს ნუ იძიებთ, დაელოდეთ" - სამი ბრძნული ებრაული ციტატა

"ნუ ლაპარაკობ ცუდს საკუთარ თავზე, თუნდაც ხუმრობით" - 12 ცხოვრებისეული გაკვეთილი ბრძენი ადამიანებისგან

თუ ცხოვრებაში ბევრი უსიამოვნება გაქვს, წაიკითხე ეს ბრძნული იგავი - როგორ მოვიშოროთ ნეგატიური აზრები