როგორ შევაყვაროთ ბავშვს ბოსტნეული - rogor.ge

როგორ შევაყვაროთ ბავშვს ბოსტნეული

ბოსტნეული გემრიელია

მცირეწლოვანმა ბავშვებმა არ იციან, რომ ბოსტნეული არ არის ისეთი გემრიელი საკვები, როგორც, მაგალითად, ხილი ან ტკბილი საბავშვო ხაჭო. თუ თქვენი შვილი ხედავს, რომ სიამოვნებით ჭამთ სტაფილოს, ბროკოლს, ყვავილოვან კომბოსტოს, ისპანახს და ა.შ, ის დიდი ალბათობით თქვენს მაგალითს მიჰყვება.

"პატარა მებაღე"

თუ თქვენ გაქვთ ბოსტანი, აჩვენეთ, როგორ მოდის ბოსტნეული, როგორ იზრდება, შედეგად დაინტერესდება მშობლების დახმარებით და გასინჯვაც მოუნდება.

deti-veg3-1698397841.jpg

წაიყვანეთ ბავშვი სუპერმარკეტში

თუ ქალაქში ცხოვრობთ, წაიყვანეთ თქვენი შვილი სუპერმარკეტში ან ხილ-ბოსტნეულის ბაზარში. ნება მიეცით აირჩიოს რომელი ხილის და ბოსტნეულის ყიდვა სურს და შემდეგ გააკეთებინეთ საკვები მისგან. ბავშვი დაინტერესდება იმის მოსინჯვით, რაც თავად აირჩია.

აყურებინეთ, თუ როგორ ამზადებთ კერძებს სამზარეულოში

საინტერესო იქნება დაინახოს, თუ როგორ ამზადებთ სხვადასხვა კერძს და თავისი წვლილი შეიტანოს. თუ თქვენი შვილი გეხმარებათ კერძების მომზადებაში, მაშინ მას აუცილებლად მოუნდება ის, რაც ერთად მოამზადეთ.

კერძების მომზადება თამაშად აქციეთ

ბავშვებს უყვართ თამაში და კრეატიულობა. სცადეთ ექსპერიმენტები და სიახლეები. მოუფიქრეთ კერძებს უჩვეულო სახელები.

ნუ აიძულებთ

თუ თქვენი შვილი უარს ამბობს კონკრეტული ბოსტნეულის ჭამაზე, შესთავაზეთ მას სხვა. თუ მას არ უყვარს თეთრი კომბოსტო, ეს არ ნიშნავს რომ მას არ მოეწონება ბროკოლი ან ყვავილოვანი კომბოსტო.

გამორიცხეთ არაჯანსაღი საკვები

იმისათვის, რომ ბავშვს უყვარდეს ხილი, ბოსტნეული და სხვა ჯანსაღი საკვები, აუცილებელია გამორიცხოთ მავნე საკვები. ის უბრალოდ არ უნდა იყოს თქვენს მაგიდაზე ან მაცივარში. თუ თქვენს შვილს ტკბილი უნდა, განებივრეთ ხილის სმუზით ან ტკბილი ხაჭოთი ვანილით.

როგორ შევარიგოთ ბავშვები ჩხუბის შემდეგ თამაშების საშუალებით

როგორ გააფორმოთ ბავშვის ოთახი - ინტერიერის დიზაინის იდეები

როგორ აუმაღლოთ ბავშვს თავდაჯერებულობა სხვადასხვა ასაკში

როგორ შევადგინოთ ჯანსაღი მენიუ სკოლის ასაკის ბავშვისთვის

როგორ და როდის მისცეთ ბავშვს ტკბილეული