6 ჯანსაღი საკვები, რომელიც უნდა მიირთვათ დილაობით - rogor.ge

6 ჯანსაღი საკვები, რომელიც უნდა მიირთვათ დილაობით

ავოკადო

ავოკადო მდიდარია ვიტამინებით, მინერალებითა და ჯანსაღი ცხიმებით, რომლებიც აძლევენ ჩვენს სხეულს ენერგიას და გვინარჩუნებენ სისხლში შაქარს სტაბილურად, რათა თავიდან ავიცილოთ შაქრის მაღალი დონე. სცადეთ, დილის საუზმეს დაუმატოთ ავოკადო, ჩაყარეთ სმუზიში გემრიელი კრემისებური კონსისტენციის მისაღებად, ან შეურიეთ კვერცხი დაჭრილ ავოკადოს.

როგორ მოამზადოთ ორიგინალური და გემრიელი საუზმე ავოკადოში

საზამთრო

უმნიშვნელო გაუწყლოებამაც კი შეიძლება გამოიწვიოს გაღვიძება ისე, რომ არ არაკომფორტულად იგრძნოთ თავი. მნიშვნელოვანია თქვენი დიეტა შეავსოთ მაღალი წყლის შემცველი საკვებით (იფიქრეთ ხილით და ბოსტნეულით). საზამთრო კი ერთ-ერთი საუკეთესო წყაროა. ეს უგემრიელესი ხილი 90 პროცენტით წყალია, შეიცავს სხვადასხვა ვიტამინს, მინერალებს, ანტიოქსიდანტებს და ამინომჟავას L-ციტრულინს, რომელიც ამცირებს კუნთების ტკივილს. დაიწყეთ დღე საზამთროთი, რათა მიიღოთ მაქსიმალური ენერგია.

როგორ შეინახოთ საზამთრო

ნუში

ნუში არის ცილების და ჯანსაღი ცხიმების შესანიშნავი წყარო. ის შეიცავს B ვიტამინს, რომელიც ეხმარება თქვენს ორგანიზმს საკვების ენერგიად გარდაქმნაში და მდიდარია მაგნიუმით, რომელიც ებრძვის კუნთების დაღლილობას.

როგორ შეამციროთ სისხლში შაქრის დონე 15 წუთში: მოულოდნელი პროდუქტი, რომელიც ყველა მაღაზიაშია ხელმისაწვდომი

ბანანი

ბანანი თქვენი "საწვავია" სირბილის დროს. ეს კალიუმის შემცველი ხილი ანელებს შაქრის გამოყოფას სისხლში და ამავდროულად, შეიცავს მაგნიუმს და B ვიტამინსაც. მწიფე ბანანი უზრუნველყოფს უფრო ადვილად ხელმისაწვდომ ენერგიას შაქრის სახით, ვიდრე დაუმწიფებელი ბანანი. ის უნდა იყოს ჭრელი და ყვითელი, და არა მწვანე.

როგორ მოვამზადოთ ბანანის და კეფირის დაბალკალორიული მაფინები

ისპანახი

ისპანახი C ვიტამინის, ფოლიუმის მჟავისა და რკინის შესანიშნავი წყაროა. ამ ვიტამინებისა და მინერალების სათანადო რაოდენობა აუცილებელია ენერგიის წარმოებისთვის. განსაკუთრებით რკინის დაბალმა დონემ შეიძლება გამოიწვიოს დაღლილობა.

როგორ მოამზადოთ ფარშირებული ქათმის ფილე ისპანახით და მდნარი ყველით

კვერცხი

კვერცხი შეიცავს მაღალი ხარისხის პროტეინს და ჯანსაღ ცხიმებს, რომლებიც გვაძლევს ენერგიას მთელი დღის განმავლობაში. კვერცხი სხვადასხვა ვიტამინებისა და მინერალების შესანიშნავი წყაროა, მათ შორის რკინა, ქოლინი, ვიტამინი D და ვიტამინი B-12.

როგორ მოამზადოთ "ნარ-ნუმრი", კვერცხი ბროწეულით აზერბაიჯანულად

წყარო: healthline.com