როგორ შეინახოთ საზამთრო - rogor.ge

როგორ შეინახოთ საზამთრო

შეინახეთ მთლიანი საზამთრო ოთახის ტემპერატურაზე. დაუჭრელი საზამთროს მაცივარში დადება არ არის კარგი იდეა. ამიტომ, თუ საზამთროს დაჭრას ახლა არ გეგმავთ, უმჯობესია შეინახოთ იგი ოთახის ტემპერატურაზე, მზის პირდაპირი სხივებისგან მოშორებით. საზამთრო უნდა დაჭრათ შეძენიდან არაუგვიანეს ორი კვირისა.

1-1689246779.jpg

საზამთროს ნაჭრები გადაახვიეთ პარკის თხელი ფენით. თუ საზამთროს შუაზე გაჭრით და გინდათ, რომ ერთი ნახევარი მოგვიანებით მიირთვათ, გადაახვიეთ საკვები პოლიეთილენის პარკის თხელი ფენით. ეს უზრუნველყოფს, რომ საზამთროს სხვა საკვების სუნი არ აუვიდეს.

2-1689246794.png

საზამთროს დიდი ნაჭრები უნდა ინახებოდეს მაცივარში. პოლიეთილენის პარკის თხელ ფენაში გახვეული საზამთროს ნაჭერი შედგით მაცივარში. არ დაგავიწყდეთ, რომ დაჭრილი საზამთრო არ უნდა ინახებოდეს სამ-ოთხ დღეზე მეტ ხანს – მიირთვით ან შედგით საყინულეში.

3-1689246805.jpg

შეინახეთ დაჭრილი საზამთრო ჰერმეტულ კონტეინერში. ასეთი შენახვის პირობებშიც კი, საზამთრო ინარჩუნებს გემოს არა უმეტეს სამი-ოთხი დღის განმავლობაში. ეცადეთ, საზამთრო სწრაფად მიირთვათ – წინააღმდეგ შემთხვევაში ნაჭრებიდან წვენი გამოვა და უგემური გახდება.

4-1689246819.png

წყარო: wikihow.com