სექსი - rogor.ge

როგორია 5 მარტივი ვარჯიში, რომელიც მთლიანად შეცვლის თქვენს სექსუალურ ცხოვრებას

ფიზიკური აქტივობა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს არა მხოლოდ ჩვენს ზოგად ჯანმრთელობაზე, არამედ სექსუალურ ცხოვრებაზეც. ფიტნესი ზრდის თავდაჯერებულობას, აუმჯობესებს ფიზიკურ გამძლეობას და ზრდის ლიბიდოს. სექსუალური ცხოვრება ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის სიძლიერესა და მოქნილობაზე – სწორედ ამაზე მუშაობს ეს 5 მარტივი ვარჯიში.

როგორ შევიყვაროთ საკუთარი სხეული და მივიღოთ სიამოვნება სექსისგან, საკუთარი ნაკლოვანებების მიუხედავად

არაერთი კვლევის მიხედვით, ადამიანები ხშირად უკმაყოფილონი არიან თავიანთი გარეგნობით. მაგალითად, ერთმა ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ კაცების 27% და ქალების 41%-ს საკუთარ სხეულში მინიმუმ ერთი რამ მაინც არ მოსწონთ. ქალების უმეტესობა უკმაყოფილოა მკერდის, ხელების, თეძოების, კანის, მუცლის ან წონის გამო, მაშინ როდესაც კაცები უფრო მეტად კუნთოვან მასას აკრიტიკებენ.

სამწუხაროდ, საკუთარი გარეგნობით უკმაყოფილება სექსუალურ ცხოვრებაზეც ნეგატიურად აისახება. ამგვარი კომპლექსები ხელს უშლის სიამოვნების მიღებას, აფერხებს აღგზნებას და ხშირად იწვევს სექსუალური სურვილის დაქვეითებას. ამიტომ, მნიშვნელოვანია ვისწავლოთ საკუთარი სხეულის მიღება და კონცენტრირება იმაზე, რაც რეალურად მნიშვნელოვანია.

7 რჩევა, როგორ დაკავდეთ სწრაფი სექსით, როცა მხოლოდ რამდენიმე წუთი გაქვთ

სწრაფი სექსი შეიძლება იყოს არაჩვეულებრივი, ადრენალინით სავსე გამოცდილება, რომელიც პარტნიორებს შორის ვნებას ახალ დონეზე აიყვანს.

როცა დრო შეზღუდულია და მხოლოდ რამდენიმე წუთი გაქვთ, ის შეიძლება გადაიქცეს იმპულსურ და დაუვიწყარ ინტიმურ მომენტად.

თუმცა, იმისათვის, რომ ეს პროცესი იყოს სასიამოვნო და არ იწვევდეს დისკომფორტს, საჭიროა რამდენიმე მარტივი ხრიკის ცოდნა.

სტატიაში მოცემულია საუკეთესო რჩევები, რომლებიც სწრაფი სექსის დროს თქვენი ემოციების გაღრმავებასა და სიამოვნების მიღებაში დაგეხმარებათ:

როგორი იყო სექსი შუასაუკუნეებში?

შუა საუკუნეების საზოგადოება სექსუალურ ურთიერთობებს მკაცრად განსაზღვრული რელიგიური, სოციალური და კულტურული ნორმებით უყურებდა. მაშინდელი შეხედულებები მჭიდროდ იყო დაკავშირებული ეკლესიის სწავლებით, რომელიც სექსს ძირითადად რეპროდუქციის საშუალებად მიიჩნევდა და მკაცრად განსაზღვრა მისი მიზნები და ფორმები.

ამ დროის ადამიანის სექსუალური ცხოვრება ხშირად კონტრასტული იყო იმ ეპოქის რეალობასთან და პირად საჭიროებებთან.

როგორ დაიცვათ თქვენი სექსუალური ცხოვრება გასული წლების გავლენისგან: ექსპერტების რჩევა

ასაკთან ერთად ყველაფერი იცვლება. ალბათ, უკვე გსმენიათ მოსაზრება, რომ დიდი ხნის ერთად მყოფი ადამიანებისთვის სიყვარული იშვიათი და მოსაწყენი ხდება. ჩვენ გეტყვით, როგორ ააწყოთ თქვენი ინტიმური ცხოვრება ისე, რომ არასოდეს შეგხვდეთ ასეთი სირთულეები.

როგორ მოიქცეთ, თუ პრეზერვატივი გაიხა

ზოგჯერ არის შემთხვევები, რომ სექსის დროს შესაძლოა პრეზერვატივი გაიხას. ნუ აჰყვებით პანიკას! თუ ამას სექსის შემდეგ დაუყოვნებლივ შეამჩნევთ, გამოუსწორებელი არაფერია, უბრალოდ მიჰყევით გინეკოლოგის რეკომენდაციებს.

როგორ ამოიცნოთ ტრიქომონიაზი?

ტრიქომონიაზი სქესობრივი გზით გადამდები ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, რომ მსოფლიოს მოსახლეობის, დაახლოებით 10% განიცდის ამ დაავადებას და ყოველწლიურად 170 მილიონი ადამიანი რეგისტრირდება აღნიშნული პრობლემით. პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ ტრიქომონიაზს ისეთი სახიფათო შედეგები ახასიათებს, როგორებიცაა უშვილობა, ორსულობის პათოლოგია. კიდევ, მამაკაცებში ურეთრის, სათესლე ჯირკვლების და პროსტატის დაავადება, ხოლო ქალებში - საშოსი. ინფექცია სქესობრივი კონტაქტის შემდეგ ინფიცირებიდან 1-4 კვირის განმავლობაში ვლინდება.

სექსი მშობიარობის შემდეგ: სპეციალისტების რჩევები, თუ როგორ დავალაგოთ ეს ყველაფერი

როგორც ცნობილია, ერთნაირი ტემპერამენტის მქონე პარტნიორები იშვიათად ხვდებიან ერთმანეთს, ხოლო მშობიარობის მერე სხვაობა უფრო შესამჩნევია და ხშირად სერიოზულიც. რატომ ხდება ასე და როგორ გამოვასწოროთ ეს?

მშობიარობა და ჰორმონალური ფონი ძლიერად მოქმედებს ლიბიდოზე, ისევე, როგორც სხვა თანმდევი პირობები: უძილო ღამეები, სტრესი, საკუთარი თავისა და ბავშვის მოვლა. სპეციალისტები გირჩევენ, არ აჰყვეთ პანიკას. დიდი ალბათობით, სექსის სურვილი არსად გამქრალა, უბრალოდ საჭიროა დრო.

როგორ მოიქცეთ, თუ სექსის სურვილი გაგიქრათ

გიყვარს შენი პარტნიორი, მაგრამ ეძებ საბაბს, რომ არ გქონდეს სექსი? ვიყოთ გულწრფელები ერთმანეთთან: „სიზარმაცე“, „დრო არ მაქვს“ ან „ბავშვს სძინავს“ არაფერ შუაშია.

"კარგი ურთიერთობა, მაგრამ ცუდი სექსი" - პრობლემის გადაწყვეტის 5 გზა

თუ მამაკაცი ბევრ ასპექტში გაკმაყოფილებთ, ინტიმურის გარდა, რაღაცნაირად ცდილობ დაარწმუნო საკუთარი თავი, რომ ეს არც თუ ისე მნიშვნელოვანია. სპეციალისტები გაფრთხილებენ, რომ ეს არ არის სიმართლე. ჰარმონიის მიღწევა არც თუ ისე რთულია.

როგორ მოვიქცეთ, როცა ურთიერთობაში ყველაფერი იდეალურადაა სექსის გარდა

ურთიერთობის დასაწყისში მოაწყვეთ სექს მარათონები, მაგრამ დროთა განმავლობაში გაგიქრათ ვნება? ან ახლახან დაიწყეთ რომანი, მაგრამ ვერ მიაღწიეთ სექსუალურ ჰარმონიას ახალ პარტნიორთან? თქვენი მშვენიერი ურთიერთობა განწირულია საწოლში ვნების ნაკლებობის გამო? ამ პრობლემის გადასაჭრელად საჭირო იქნება ძალისხმევა.

როგორ გავიგოთ, რომ ქორწინება თავიდანვე განწირულია

ქორწინება ხშირად თავიდანვე განწირულია. გამაფრთხილებელ ნიშნებს შორისაა სექსუალური სურვილის ნაკლებობა და პიროვნების კრიზისი.

როგორ შეინარჩუნოთ სრულფასოვანი სექსუალური ურთიერთობა 60 წლის შემდეგ

ჩვენს საზოგადოებაში ოდესღაც დახურული სქესობრივი ურთიერთობის თემა ყველაზე განსახილველი გახდა.თუმცა ხანდაზმულ ასაკში სექსი იუმორისტების ხუმრობის საგანი უფროა. მიუხედავად ამისა, ასაკოვანი ადამიანებისთვის სპეციალისტები ცხოვრების ამ სფეროს ძალიან მნიშვნელოვნად მიიჩნევენ. ისინი ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა შეიმუშაონ რეკომენდაციები და საშუალებები, რომელთა დახმარებითაც ქალებსა და მამაკაცებს რაც შეიძლება დიდხანს შეუნარჩუნდეთ ინტიმური ურთიერთობის სურვილი და უნარი.

როგორ გაიუმჯობესოს ინტიმური ურთიერთობა წყვილმა - სექსის 7 სახეობა, რომელიც ყველამ უნდა სცადოს

განწყობა, რომელიც დღეს საღამოს გაქვთ, შეიძლება ძალიან განსხვავდებოდეს იმისგან, რაც გქონდათ გუშინ. შესაძლოა განსხვავდებოდეს თქვენი ინტიმური ცხოვრება განწყობის მიხედვით? პარტნიორთან სექსის გაუმჯობესება მნიშვნელოვანი ფაქტორია წყვილის ურთიერთობაში.

გთავაზობთ 7 რჩევას, რომელიც თქვენი ინტიმური ცხოვრების ხარისხს გააუმჯობესებს:

როგორ მივაღწიოთ ორგაზმს? (ქალებისთვის)

ქალებს ხშირად აწუხებთ ორგაზმის მიღწევასთან დაკავშირებული პრობლემები. უამრავი კვლევა არსებობს და სექსოლოგებიცამასვე ამტკიცებენ, რომ საქართველოში უჩვეულოდ მაღალია ქალების რიცხვი, რომლებიც ანორგაზმიას განიცდიან, მაგრამ ასევე უამრავია ქალი, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ დაავადების კლინიკურ ნიშნებს არ განიცდის, საკუთარი, ან პარტნიორის გამოუცდელობისა და მოუწადინებლობის გამო, სექსით სრულყოფილ სიამოვნებას ვერ იღებს. სექსოლოგები ამბობენ, რომ თუ თქვენ ვაგინალურ ორგაზმს ვერ იღებთ, ე.ი. პენისის შეღწევით სიამოვნების განცდა გიჭირთ, მაშინ კლიტორის დამატებითი სტიმულირების ხერხს უნდა მიმართოთ.

როგორ დავკავდეთ სექსით ბავშვის გაჩენის შემდეგ

სამწუხარო ფაქტია, რომ მშობიარობის შემდეგ ხშირად წყვილის ცხოვრებაში ინტიმური ურთიერთობა ნაკლებად მნიშვნელოვანი ხდება. ეს, როგორც წესი, გაუცხოებას იწვევს და ჩნდება პრობლემები, რომელთა მოგვარებაც თანდათან უფრო რთული ხდება. აუცილებელია რომ ბავშვის დაბადების შემდეგაც ჩვეულებრივ გააგრძელოს წყვილმა ერთმანეთზე ზრუნვა და მეორე ნახევარს საკმარისი დრო დაუთმოს, რომ გრძნობები არ გაცივდეს.

როგორ მივაგნოთ ქალის ეროგენულ წერტილებს?

ძალიან ხშირად საუბრობენ ქალის ეროგენულ G წერტილზე. რაც შეეხება სხვა ეროგენულ წერტილებს, ამაზე ბევრი არაფერია ცნობილი. არა და, ისინი არანაკლებ მნიშვნელოვანია. ქალებს გაცილებით მეტი ეროგენული წერტილი გააჩნიათ და მათზე შეხებაც არანაკლებ სასიამოვნოა. ამ წერტილებს სპეციალისტებმა A, K, U წერტილები დაარქვეს. გაიგეთ, სად მდებარეობს თითოეული მათგანი, რათა მოხდეს მათი სტიმულირება და სექსუალური კავშირი ბევრად მეტი და მრავალფეროვანი სიამოვნების მომტანი იყოს.

როგორ ვესაუბროთ ბავშვებს სექსის შესახებ?

ხუთი-ექვსი წლის ასაკიდან ბავშვები უკვე იწყებენ სექსის შესახებ ინფორმაციის მიღებას. ან რაიმეს მოკრავენ თვალს ტელევიზორში, ანდაც ჯერ მათთვის უცნობ სიტყვას - სექსს გაიგებენ. ბოლოს და ბოლოს, უკვე ორი-სამი წლის წინ გაუჩნდათ კითხვა - როგორ გაჩნდნენ ამ ქვეყანაზე? ბავშვი სექსის მნიშვნელობით შეიძლება დაინტერესდეს ყველაზე მოულოდნელ მომენტში. ტრანსპორტით მგზავრობისას, ან სტუმრად ყოფნის დროს. დამოუკიდებლად მომენტისა, მშობელმა დელიკატურად უნდა აუხსნას ბავშვს სექსუალური კონტაქტის მნიშვნელობა და ამომწურავად უნდა უპასუხოს ყველა მის კითხვას. აქ გავივლით ყველა იმ ნაბიჯს, რომელიც ბავშვისთვის სექსის შესახებ ინფორმაციის მიწოდებაში დაგეხმარებათ.

როგორ დავკავდეთ სექსით ორსულობის დროს?

ბევრი ფიქრობთ, რომ ორსულობის დროს სექსი არ შეიძლება? ძალიან სცდებით. ამისთვის არავითარი შეზღუდვა არ არსებობს, თუ ორსულობა ნორმალურად მიმდინარეობს და თქვენი გინეკოლოგისგან ამაზე თანხმობა მიიღეთ. სექსი ორსულობის დროს მხოლოდ მაშინ არის აკრძალული, როცა არსებობს ნაყოფის დაზიანების საშიშროება. თუ ნაყოფი საშვილოსნოზე მყარად არის მიმაგრებული, სექსისთვის არავითარი დაბრკოლება არ არსებობს. თუმცა არსებობს ბუნებრივი შეზღუდვები. ამ დროს თქვენი მუცელი იზრდება და რა თქმა უნდა, ყველა პოზაში სექსით დაკავებას ვეღარ შეძლებთ. ამიტომ ჩვენ მოგცემთ რამდენიმე ინსტრუქციას იმის შესახებ, თუ რომელ პოზაშია ყველაზე მოსახერხებელი ინტიმური კავშირი ორსულობის დროს.