ანაბარი - rogor.ge

ძირითადად რა ტიპის ანაბრებს გვთავაზობენ ბანკები და როგორ შევარჩიოთ ჩვენთვის სასურველი დეპოზიტი

ვადიანი და ზრდადი ანაბარი, „ჩემი ყულაბა“, მოთხოვნადი ანაბარი - ეს დეპოზიტების სახეობების მცირე ჩამონათვალია, რასაც ქართულ ბაზარზე მოქმედი კომერციული ბანკები მომხმარებელს სთავაზობენ. ანაბრის გახსნა ზოგ შემთხვევაში 10 ლარიდან არის შესაძლებელი და თანაც უფასოდ.

ზოგადად, ანაბარი, იგივე დეპოზიტი მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული საბანკო პროდუქტია. განვითარებულ ქვეყნებში დეპოზიტებზე თანხის შეგროვებას მომხმარებელი ძირითადად მაშინ იწყებს, როცა სრულწლოვანია და სტაბილური შემოსავალი აქვს. განვითარებად ქვეყნებში კი, მათ შორის, საქართველოში, სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილის ხარჯები შემოსავლებს ბევრად აჭარბებს, დეპოზიტის გახსნა ცოტა რთული, თუმცა წარმოუდგენელი ნამდვილად არ არის.

საქართველოში ანაბრის გახსნა ყველა კომერციულ ბანკშია შესაძლებელი. დეპოზიტების ძირითადი სახეობა კი ასეთია - ვადიანი, ზრდადი, მოთხოვნამდე და ა.შ. ჩვენ რამდენიმე მათგანს განვიხილავთ:

როგორ შევაგროვოთ ფული

ფულის დაგროვება საკმაოდ წინდახედული და კომფორტული ნაბიჯია იმისთვის, რომ თავი აარიდოთ კრიზისულ მომენტებს და გამოუვალ სიტუაციებს, აირიდოთ თავიდან გაუთვალისწინებელი ხარჯი და შეძლოთ ზედმეტი დანაკარგების გარეშე იმ ნივთის შეძენა, რაც დიდ თანხებს მოითხოვს, ერთად აღებული კი ამ მომენტისთვის არ გაქვთ. ფულის შეგროვება საშუალებას მოგცემთ თავი აარიდოთ ბანკის კრედიტის დაგროვილ პროცენტებს და მიანიჭოთ საკუთარ თავს უზრუნეველი ცხოვრების ბედნიერება. თუ როგორ უნდა დააგროვოთ ფული, ამის შესახებ აღნიშნულ ინსტრუქციაში გიამბობთ.

როგორ შევარჩიოთ ბანკი დეპოზიტის გასახსნელად

ადამიანების გარკვეული ნაწილი ფულს ინახავს სახლში, ისინი არ ენდობიან ბანკებს, ხოლო სხვა ნაწილი აბანდებს თავის ფინანსებს ფასიან ქაღალდებში, ზოგიც უძრავ ქონებაში, ხელოვნებაში ან თუნდაც ოქროულობაში. თუმცა მოსახლეობის უმეტესი ნაწილი, საკუთარ დანაზოგს ანდობს ბანკებს. მათ თანხები შეაქვთ დეპოზიტზე, ანაბრებზე და ღებულობენ პროცენტულ სარგებელს, განსაზღვრულ ვადებში. პროცენტული დანამატის რაოდენობა განისაზღვრება ინდივიდუალური კონტრაქტით.