როგორ შევარჩიოთ ბანკი დეპოზიტის გასახსნელად
რა არის დეპოზიტი? საბანკო დეპოზიტი - ეს არის გახსნილი ანგარიში კომერციულ ბანკში, იურიდიულ ან ფიზიკურ პირზე, შეთანხამხებული პირობებით. ანაბრის გამხსენელი ღებულობს ფულად მოგებას კონტრაქტით გათვალისწინებულ ვადებში. სხვა სიტყვებით, დეპოზიტზე ფულის შეტანის შემდეგ თქვენ ბანკს აძლევთ "თავისუფალ ფულს" პირადი მოხმარებისათვის, ხოლო იგი "აბრუნებს" თქვენს შენატანს, ნახულობს ფინანსურ მოგებას და გიბრუნებთ უკან თქვენს მიერ შეტანილი ფულის გარკვეულ პროცენტს პლუს ბონუსს.
რას უნდა დააკვირდეთ ბანკში დეპოზიტის გახსნისას? არსებობს რიგი კრიტერიუმებისა, რითაც შეგიძლიათ გაზომოთ ამა თუ იმ დეპოზიტის მომგებიანობა. ძირითადი კრიტერიუმებია: პროცენტული დანარიცხი, დეპოზიტის ვადიანობა, დეპოზიტის გახანგრძლივების საშუალება, ანგარიშის კაპიტალიზაცია, დეპოზიტის შემდეგომი შევსებისა ან თანხის გამოტანის საშუალება ვადაზე ადრე, ჯარიმები და პენი, დეპოზიტზე არსებული ვალუტის კონვერტაციის საშუალება. როგორც ხედავთ არსებობს მრავალნაირი დეპოზიტი, რომლებსაც სხვადასხვანაირი პირობები აქვთ. აქედან გამომდინარე თქვენ მტკიცედ უნდა გქონდეთ გადაწყვეტილი, თუ რას გეგმავთ ახლო მომავალში და ამის გათვალისწინებით გახსნათ დეპოზიტი. მაგალითისათვს: თუ თქვენ გინდათ ფულის შეგროვება გრძელვადიანად და გსურთ მსხვილი შენაძენის გაკეთება (უძრავი ქონების შეძენა, მანქანის ყიდვა, სწავლის საფასურის გადახდა) უკეთესია გახსნათ დეპოზიტი პროლონგაციის (გახანგრძლივების) საშუალებით, ასევე თანხის გამოტანის საშუალების არქონით.