ძირითადად რა ტიპის ანაბრებს გვთავაზობენ ბანკები და როგორ შევარჩიოთ ჩვენთვის სასურველი დეპოზიტი - rogor.ge

ძირითადად რა ტიპის ანაბრებს გვთავაზობენ ბანკები და როგორ შევარჩიოთ ჩვენთვის სასურველი დეპოზიტი

„ვადიანი ანაბარი“

ვადიანი ანაბარი - ეს არის მომხმარებლის მიერ კომერციულ ბანკში კონკრეტული ვადით განთავსებული თანხა, რომელსაც ერიცხება ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი. ვადიანი დეპოზიტი იხსნება კონკრეტული ვადით და კონკრეტული თანხით, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში კი თანხის დამატება შეუძლებელია. ჩვეულებრივ, სხვა ტიპის დეპოზიტებთან შედარებით, ვადიან ანაბრებზე საპროცენტო განაკვეთები შედარებით მაღალია.

ვადიანი ანაბარი იხსნება დაახლოებით 3-იდან 24 თვემდე ვადით, საწყისი თანხა კი სხვადასხვა ბანკის შემთხვევაში 100-500 ლარს (დოლარს/ევროს/ფუნტს) შეადგენს. წლიური საპროცენტო განაკვეთები ლარში 10%-დან იწყება და 12,4%-მდე ადის. დოლარში - 0,3%-დან 1,95%-მდე, ფუნტში კი საშუალო წლიური საპროცენტო სარგებელი 0,5%-1,15%-ია. საპროცენტო სარგებელი კი იმის მიხედვით იზრდება, თუ რა ვადით ანთავსებთ თანხას დეპოზიტზე. რაც უფრო მეტი ვადით გაქვთ ანაბარზე თანხა, მით მეტ სარგებელს იღებთ ბანკისგან.

„შეგროვებადი ანაბარი“

შეგროვებადი ანაბარი ასევე 3-დან 24 თვის ვადით იხსნება, თუმცა ამ შემთხვევაში თანხის დამატება ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი. სარგებლის მიღება კი ხდება ყოველთვიურად ან ვადის გასვლის შემდეგ. შეგროვებადი ანაბრის გახსნა შესაძლებელია როგორც ლარში, ასევე დოლარსა და ფუნტში, საწყისი თანხა ზოგიერთ ბანკში 0 ლარია, ზოგ ბანკში კი 10 ერთეულიდან იწყება (ლარი/დოლარი/ფუნტი).

რაც შეეხება სარგებელს, ლარში 9%-დან იწყება და 12,2%-მდე ადის. დოლარში 0,3%-დან 1,45%-მდე, ფუნტში საშუალო საპროცენტო სარგებელი 1,15%-ია, ევროში კი 0,5%-დან 1,7%-მდე. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ბაზარზე მოქმედ კომერციული ბანკების ნაწილში ევროს დეპოზიტებს ვერ გახსნით და ძირითადი თანხა არის ლარი/დოლარი/ფუნტი. წაიკითხეთ სრულად

წყარო: ss.ge