ჭაღარა დაბერების ნიშანია. მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩვენი ცხოვრების ჩვეულებრივი მოვლენაა, რომელიც უნდა მივიღოთ, უმეტეს ჩვენგანს მაინც სურს შეძლებისდაგვარად გაახალგაზრდავდეს. ჩვენ გეტყვით, როგორ უნდა მოიქცეთ, რომ რაც შეიძლება გვიან მოხდეს ეს მოვლენა.
შეგიმჩნევიათ, რომ თმა ძალიან გაგიჭაღარავდათ? მიზეზი შეიძლება იყოს იმ მნიშვნელოვანი მიკროელემენტის დეფიციტი, რომელიც პასუხისმგებელია თმის პიგმენტაციაზე.
თმის გათეთრების პროცესის უკუქცევა შეუძლებელია. ადრე თუ გვიან ყველა დავდგებით ამ ფაქტის წინაშე, მაგრამ მეცნიერებმა გამოიკვლიეს, რომ გაჭაღარავების პროცესის შენელება შესაძლებელია ბუნებრივი მეთოდებით.