როგორ შევაჩეროთ თმის გათეთრება (გაჭაღარავება) - rogor.ge

როგორ შევაჩეროთ თმის გათეთრება (გაჭაღარავება)

 

თუ თქვენ დაგეწყოთ თმის გათეთრება, 1-2 თვის განმავლობაში ყოველდღიურად უნდა მიიღოთ: ვიტამინები A,C,E, ჯგუფი B რიბოფლავინი და ფოლიუმის მჟავა.

 

ასევე სასარგებლოა: ხორცი, თხილი, ოხრახუში (პეტრუშკა), რადგან ისინი სავსეა ცილებითა და სპილენძით. გირჩევთ თქვენი რაციონი გაამდიდროთ ჩამოთვლილი საკვები პროდუქტებით.

 

მეცნიერებმა თმის გათეთრების დაწყების მთავარ ფაქტორებად დაასახელეს: გენეტიკა, ნერვული სისტემის მდგომარეობა, ავადმყოფობების რაოდენობა, კვება. შეეცადეთ გამოიყურებოდეთ მუდამ ახალგაზრდულად, შეძლებისდაგვარად შეწყვიტეთ ნერვიულობა და იყავით აქტიური.