როგორ გამოვიწეროთ ნივთები Taobao-დან მობილურით
იხილეთ ასევე: როგორ გამოვიწეროთ ნივთები Taobao-დან კომპიუტერით
იხილეთ ასევე: როგორ გამოვიწეროთ ნივთები Taobao-დან კომპიუტერით
დღესდღეობით ძალიან ბევრი ადამიანი იწერს ტანსაცმელებს და სხვადასხვა ნივთებს Taobao-დან. მიჰყევით ჩვენს ინსტრუქციას, რათა გაგიმარტივდეთ გამოწერა.
ტანსაცმლის გამოწერა ონლაინ საიტებიდან უფრო და უფრო პოპულარული ხდება მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს. პირველ რიგში, ვზოგავთ დროს და ენერგიას. არ გვიწევს მაღაზიების მოვლა სასურველი ნივთის ძიებაში. მეორეც, ნივთების გამოწერა ხშირ შემთხვევაში ბევრად იაფი გვიჯდება, ვიდრე მათ ადგილობრივ ბაზარზე შეძენა. თანაც ასე უფრო ხარისხიან პროდუქციასაც ვღებულობთ. ნივთების გამოწერის პრინციპი ყველა საიტისთვის საერთოა, განსხვავება მხოლოდ დეტალებშია. მაგრამ თუ საერთო პრინციპს შევისწავლით, დეტალებშიც ადვილად გავერკვევით. ამასთან, გაფრთხილებაც. შეეცადეთ ისარგებლოთ სანდო საიტებით და ნაკლებად გამოიწეროთ ტანსაცმელი ჩინური საიტებიდან, რადგან როგორც წესი, ფოტოზე მოცემული ნივთის ხარისხი მნიშვნელოვნად განსხვავდება ნამდვილისგან. ნივთების გამოწერის ყველაზე გავრცელებული საიტებია Amazon.com; ebay.com; Aliexpress.com. მაშ ასე, ვიწყებთ გამოწერას და მივყვეთ ინსტრუქციას.