სტუდენტობა - rogor.ge

როგორ გააცნოთ საკუთარი თავი უნივერსიტეტის პირველ ლექციაზე: პრაქტიკული რჩევები პირველკურსელებისთვის

პირველი ლექცია უნივერსიტეტში ბევრისთვის მღელვარებით სავსე დღეა. განსაკუთრებით მაშინ, როცა საჭიროა საკუთარი თავის წარდგენა მთელი აუდიტორიის წინაშე. ეს გამოცდილება შეიძლება დამთრგუნველიც კი იყოს, თუმცა სწორი მიდგომით ის დაგეხმარებათ არა მხოლოდ შიშის დაძლევაში, არამედ კარგი პირველი შთაბეჭდილების შექმნაშიც.

პირველი დღე უნივერსიტეტში: როგორ ვადაპტირდეთ ახალ გარემოში

მეგობრების და ახალი ნაცნობების შეძენა ხანდახან შესაძლებელია, რთული იყოს. არ აქვს მნიშვნელობა რა ასაკის ხართ, პირველკურსელი სტუდენტები ამ მხრივ მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე დგებიან. ახალი გარემო, ახალი მეგობრები და თავის დამკვიდრების სხვადასხვა შესაძლებლობები. იმის მიხედვით, რომ ყოველივე ეს არც თუ ისე მარტივი საქმეა, გთავაზობთ რჩევებს, რომლებიც დაგეხმარებათ ადამიანებთან მარტივად კომუნიკაციასა და სტრესის მოხსნაში.

როგორ გავხდეთ უფრო აქტიური სტუდენტი

ბევრს ჰგონია, რომ საკმარისია ჩააბაროს ეროვნული გამოცდები და მიიღოს სტუდენტის სტატუსი ეს უკვე მისიის შესრულებას ნიშნავს, საკუთარი თავისა და ოჯახის წინაშე. ეს არ არის საკმარისი. გარდა უნივერსიტეტის სასწავლი საგნებისა, არის ბევრი რამ რისი გაკეთებაც ერთი მხრივ საინტერესოა საჭირო და ალბათ აუცილებელიც კი. სტუდენტობა არის ყველაზე აქტიური ცხოვრების ეტაპი. ამ პერიოდში ადამიანი ითვისებს ყველაზე მეტ ინფორმაციას და ფიზიკურადაც აქვს იმის რესურსი, რომ მაქსიმალურად იყოს დატვირთული. მოცემულ ინსტრუქციაში მოგითხობთ ერთ-ერთ მაგალითს თუ როგორ შეიძლება სტუდენტობა გავხადოთ უფრო საინტერესო, დასამახსოვრებელი და სახალისო. მაგალითისთვის მინდა დავწერო ერთ-ერთ სტუდენტურ არასამთავრობო ორგანიზაციაზე ESN Tbilisi ISU-ზე.