ხეხილი - rogor.ge

როგორ ვებრძოლოთ ხეხილის მავნებლებს

ხშირად, რომელიმე მავნე სახეობის სხვა ქვეყნიდან შემოჭრას, მოჰყვება ხოლმე მისი სრული აკლიმატიზაცია და კატასტროფული შედეგები. ამიტომ, საჭიროა მკაცრად იქნეს დაცული საკარანტინო წესები. არსებობს საშინაო და საგარეო კარანტინი. საშინაო საკარანტინოა ობიექტი, რომელიც რეგისტრირებულია მოცემულ ქვეყანაში, მაგრამ ის ჯერ კიდევ არაა გავრცელებული მის მთელ ტერიტორიაზე (შეზღუდულად გავრცელებული საკარანტინო სახეობა). ასეთია, მაგალითად, ამერიკული თეთრი პეპელა, თუთის ჭიჭინობელა, კოლორადოს ხოჭო, იაპონური ცვილისებრი ცრუფარიანი და სხვ.

როგორ ვებრძოლოთ თხილის მავნებლებს

კვების ხასიათის მიხედვით არსებობენ მონოფაგი, ოლიგოფაგი და პოლიფაგი მავნებლები. [i]მონოფაგი[/i] ორგანიზმები მხოლოდ ერთი სახის მცენარით იკვებებიან. ასეთებია: ვაშლის ჩრჩილი, ლობიოს მემარცვლია, ბარდას მემარცვლია, ვაზის მეგალე ტკიპა და სხვ. [i]ოლიგოფაგები[/i] ორი ან რამდენიმე მცენარით იკვებებიან. ამ ჯგუფს ეკუთვნიან: თუთის ჭიჭინობელა, კომბოსტოს თეთრულა, ნესვის ბუზი, ვერცხლისფერი ტკიპა და სხვ. მავნებლების უმრავლესობა პოლიფაგია: ამერიკული თეთრი პეპელა, ოქროკუდა, არაფარდი პარკხვევია, იაპონური ცვილისებრი ცრუფარიანა, კალიფორნიის ფარიანა და სხვ. საერთოდ კი, მავნე მწერები შეიძლება ორ დიდ ჯგუფად დაიყოს: ნაირჭამია და სპეციალიზებული მავნებლები.