როგორ მოვაწყოთ ტვ ზონა ლამაზად, საინტერესოდ და თან ისე, რომ კომფორტულიც იყოს?თუ სახლში ტიხარი გაქვთ, ის ტელევიზორის დასაკიდადაც შეიძლება გამოიყენოთ. ეს ცარიელი ვერტიკალური სივრცის ათვისების საუკეთესო საშუალებაა.
ზაფხულის თვეებში მზეზე მდგომ მანქანაში ტემპერატურა ძალიან მაღალია. სამწუხაროდ, ეს ტემპერატურა საზიანოა ისეთი მგრძნობიარე ტექნიკისათვის, როგორიცაა ტელეფონი. გარკვეული წესების დაცვითა და ტელეფონის მზისგან მოშორებით, შეგიძლიათ მარტივად დაიცვათ ზედმეტი გადახურებისგან.
Siri არის მარტივი გზა ზარების განსახორციელებლად, ტექსტური შეტყობინებების გასაგზავნად, აპების გამოსაყენებლად, მხოლოდ თქვენი ხმით. Siri არის პირადი ინტელექტუალური ასისტენტი Apple-ის მოწყობილობებზე. როგორც წესი, ის გიხსენიებთ სახელით. თუმცა, შეგიძლიათ Siri-ს უთხრათ თქვენი მეტსახელი ან ხელით დააყენოთ სასურველი სახელი.
იქნება ეს შემთხვევითი, მომენტალური კადრები თუ კარგად გააზრებული კომპოზიციები, მობილურის კამერა ღირებული ინსტრუმენტია ფოტოგრაფიისთვის. კარგი ფოტოების გადასაღებათ გთავაზობთ გარკვეულ რჩევებს:
ალბათ, ზაფხულში ბევრ თქვენგანს უბანავია მზით გამთბარი წყლით, რომლის ტემპერატურა ელექტროენერგიით გამთბარს არ ჩამოუვარდება. თუმცა, პრიმიტიულად გამთბარი წყლის გამოყენება მხოლოდ ზაფხულშია შესაძლებელი. გლობალური დათბობისა და დაბინძურებული ეკოლოგიის ფონზე კი სულ უფრო აქტუალური ხდება მზის ენერგიის გამოყენება. სპეციალისტების თქმით, გარდა იმისა, რომ მზის ენერგიით წყლის გამაცხელებლებისა და გამათბობლების გამოყენება მინიმალურ დანახარჯებს მოითხოვს, გარემოს დაბინძურებაც მინიმუმამდეა დაყვანილი.
თქვენ დაკარგეთ ტელევიზორის პულტი. შანსი იმისა, რომ ის სადმე თქვენს დივანთან ან ტელევიზორთან ახლოს იყოს, ძალიან დიდია! შეხედეთ ყველა შესაძლო ადგილს და ჰკითხეთ ოჯახის ყველა წევრს, უნახავთ თუ არა სადმე. დივნის ბალიშებს შორის უკვე დაათვალიერეთ?
ზაფხულის სიცხეში მანქანები სახიფათოდ ცხელდებიან. მაშინაც კი, თუ თქვენს მანქანას აქვს კონდიციონერი, შეიძლება გარკვეული დრო დასჭირდეს მანქანის გაციებას მას შემდეგ, რაც ის მზეზე დგას ცხელ ამინდში. არსებობს რამდენიმე გაჯეტი, რომლებიც შეამცირებს ტემპერატურას თქვენს მანქანაში.
თუ ხშირად იყენებთ ყურსასმენებს, როდესაც უსმენთ მუსიკას, პოდკასტებს ან უყურებთ YouTube ვიდეოებს, ალბათ შეამჩნევდით, როგორ დაბინძურდება ისინი გარკვეული პერიოდის შემდეგ.
ყურის გოგირდი, კანის ცხიმი და სხვა სახის ჭუჭყი გროვდება ყურსასმენებზე. საბედნიეროდ, ყურსასმენების უმეტესობა ადვილად იწმინდება. მხოლოდ რამდენიმე წუთისა და სპეციალური საწმენდის წყალობით, თქვენ გექნებათ ყურსასმენები, რომლებიც ახალივით იქნება.
AirPods-ის მფლობელთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ უკაბელო ყურსასმენების გაწმენდა მნიშვნელოვანია, ხოლო დამტენის კორპუსის (ქეისის) გაწმენდა კი არც ისე პრიორიტეტული. ეს ასე არ არის. თუ გინდათ, რომ თქვენმა ყურსასმენებმა გამართულად იმუშაოს, მაშინ ყურსასმენის, დამტენისა და ჩასადების გასუფთავება აუცილებლად მოგიწევთ.
ბოლო წლებია საქართველოს მოქალაქეებს აშფოთებთ საკითხი იმასთან დაკავშირებით, რომ მათი ტელეფონები ისმინება. აღნიშნული ეჭვები რომ განაგდოთ და მშვიდად ისაუბროთ ტელეფონზე დაფიქრდით შესაძლებლობებზე. მნიშვნელოვანი ფიგურა ხართ? ან თქვენი საიდუმლო სხვებისთვის გახდა ცნობილი, ისე რომ მის შესახებ მხოლოდ თქვენ და თანამოსაუბრემ იცოდით? ან ხომ არ გამხდარხართ ძარცვის, ან დაყაჩაღების მსხვერპლი? მაშინ არსებობს ალბათობა იმისა, რომ თქვენი საუბარი ტელეფონზე ისმინებოდეს და ამ შემთხვევაში უნდა მიჰყვეთ ინსტრუქციას, რომელიც გასწავლით ამოიცნოთ, ისმინება თუ არა თქვენი ტელეფონი.
"ოთახიდან რომ გამოხვალ, სინათლე ჩააქრე!" ამას ბევრი ჩვენგანი ამბობს და ასრულებს, გვგონია, რომ ამით ელექტროენერგიას ვზოგავთ და ეს ასეც არის, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. თურმე ჩვენი ჩვევების ან უყურადღებობის გამო, ყოველთვიურად, კომუნალურ გადასახადს ბევრად მეტს ვიხდით, ამიტომ თუ თანხის დაზოგვა და მეტი ეკონომია გვსურს, ქვემოთ მოცემული რჩვები უნდა გავითვალისწინოთ.
Apple-ის პროდუქცია იმდენად პოპულარული გახდა, რომ მას ყველა ფეხის ნაბიჭზე შეხვდებით. მისი მაღალი ფასის გათვალისწინებით აიფონების ყალბი ვარიანტების რაოდენობა სულ უფრო იზრდება. ყველას უნდა ყალბი მოდელი ნამდვილის ფასად გაყიდოს. არც თუ ისე დიდი ხნის წინ ნამდვილი აიფონის გარჩევა ყალბისგან საკმაოდ ადვილი იყო. ახლა კი ჩინური ბაზარი ისეთ ყალბ მოდელებს გვთავაზობს, რომელთა გარჩევა ნამდვილისგან საკმაოდ რთულია. იმისთვის, რომ თაღლითობის მსხვერპლი არ გავხდეთ, რა თქმა უნდა, ჯობს Apple-ის პროდუქცია ოფიციალურ მაღაზიაში ან კომპანიის საიტზე ვიყიდოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ფრთხილად იყავით და მიყევით ჩვენს რჩევებს, რათა არ მოგიხდეთ საკმაოდ სოლიდური თანხის გადახდა ყალბ პროდუქციაში. მაშ ასე, ვსწავლობთ, როგორ გავარჩიოთ ნამდვილი აიფონი ყალბისგან.
ელექტრო ხორცსაკეპი მანქანა სწრაფი ხელსაწყოა, რომელიც ძირითადად განკუთვნილია ხორცის დასაკეპად, მაგრამ არა მოლოდ. მისი გამოყენება შეგიძლიათ ოჯახური მაკარონის მოსამზადებლად, ასევე საფქვადად და ტომატებისა და ჯემების გასაკეთებლად. ამ მოწყობილობის ძირითადი პლიუსი მისი მაღალი მწარმოებლურობააა, სიმძლავრის მინიმალური დანახარჯების პირობებში. თანამედროვე მოდელები მრავალფუნქციურია და თქვენს სამზარეულოში ცოტა ადგილს იკავებს. ახლა კი მოგცემთ ინსტრუქციას, თუ როგორ უნდა აარჩიოთ ხორცსაკეპი მანქანა.
დიდი ხნის განმავლობაში ვუყურებდით საყვარელ ფილმებსა და სერიალებს ჩვეულებრივ ფორმატში, ყოველგვარი დამატებითი სპეცეფექტების გარეშე. მაგრამ ტექნოლოგიები ერთ ადგილზე არ ჩერდება და დღეს რთულია წარმოვიდგინოთ ფილმების ყურება 3D ეფექტების გარეშე, რომელიც გამოსახულებას მეტ მოცულობას და სიღრმეს სძენს. არ არის საჭირო ზედმეტი თანხის გადახდა 3D სათვალეებში. თუ ამის საშუალებას თქვენი ტელევიზორი გაძლევთ, 3D სათვალის გაკეთებას თავადაც შეძლებთ და ამისთვის ძალიან იაფიანი და მარტივი მასალები დაგჭირდებათ.
ადრე თუ გვიან დგება დრო, როცა ნებისმიერი გაჯეტი კარგავს აქტუალობას. აქედან გამომდინარე იქმნება სიტუაციები, როცა ენანებათ მისი გამოუყენებლად დატოვება, რადგან მოწყობილობა ნაჩუქარია ან ნაყიდი, თუმცა აქვე იბადება კითხვა,რა ვუყოთ ძველ მოწყობილობას? არ იჩქაროთ მისი გაჩუქება ან ძალიან იაფად გაყიდვა.თქვენ შეგიძლიათ მის ფუნქციებს სასარგებლო გამოყენება მოუნახოთ.