ძაღლის ყველა ჯიში თავისებურად იდეალურია. გრაციოზული გრეინჰაუნდი, გაწონასწორებული ხასიათის მქონე გერმანული ნაგაზი, გულკეთილი ლაბრადორი, მოთამაშე იორკშირული ტერიერი... როგორ შევარჩიოთ ამ რაოდენობის ჯიშებს შორის ის ერთადერთი, რომელიც ჩვენი ცხოვრების პირობებსა და ტემპერამენტს იდეალურად შეესაბამება?
ისეთი მნიშვნელოვანი ნივთი, როგორიც თუთიყუშის გალიაა, სასურველია აარჩიოთ და იყიდოთ ერთხელ და ისე, რომ არც პატრონს და არც ბინადარს არ გაუტყდეს გული. მოდით, გავერკვეთ, როგორი უნდა იყოს ტალღოვანი თუთიყუშის გალია?
რას არ იგონებენ ოსტატები თუთიყუშების გალიის დამზადებისას, მაგრამ უნდათ კი ფრინველებს ჩუქურთმიანი გალავნით გარშემორტყმული ციხე-კოშკები? რა თქმა უნდა არა! საეჭვოა, თუთიყუშმა შეაფასოს გალიის მხატვრული ღირებულება. აი მისი პრაქტიკულობა კი მას ნამდვილად მოეწონება.მაშ, შევარჩიოთ სწორი გალია ტალღოვანი თუთიყუშისთვის.
როდესაც თქვენს სახლში გაჩნდება ოთხფეხა ოჯახის წევრი - პატარა ლეკვი, თქვენს წინაშე დგება პრობლემა - რა დავარქვათ პატარას? ერთი შეხედვით ეს თითქოს ადვილია, მაგრამ არ იჩქაროთ. ძაღლს სახელი ისევე, როგორც ადამიანს, ეძლევა სიცოცხლეში მხოლოდ ერთხელ, ამიტომ სახელი მისთვის ისევე მნიშვნელოვანია ,როგორც თითოეულ ჩვენთაგანისთვის.
ცნობილია, რომ სახელი ადამინებისთვის ხშირად საზღვრავს ბედს. სახელზე შეიძლება იყოს დამოკიდებული თქვენი ბედნიერება და მთელი მომავალი ცხოვრება. ასევეა ძაღლებშიც, ამიტომ არჩევანს უნდა ძალიან სერიოზულად მოეკიდოთ: რა სახელსაც მისცემთ ძაღლს - ისე წაუვა ცხოვრება. ძალიან ხშირად ადამიანები თავის ბინადარს სახელს მისი შეხედულების მიხედბით არქმევენ, ან ლეკვის მათ ცხოვრებაში გამოჩენის ისტორიის მიხედვით. მაგალითად სახელი "მურა" უხდება ძაღლს, რომელსაც აქვს სიმუქე, რომელიც მურიანის შთაბეჭდილებას ტოვებს, "ლომა"-ს არქმევენ უფრო კავკასიურ ნაგაზებს, რომლის შეხედულებაც ლომს წააგავს, "იღბლიანა"-ს ეძახიან ძაღლს, რომელიც მაგალითად იპოვეს ძალიან ცუდ მდგომარეობაში და გადარჩა იღბლიანობის გამო.
თქვენს ბინადარს სწორად რომ შევურჩიოთ სახელი, საჭიროა ვიხელმძღვანელოთ რამოდენიმე წესით:
გველთან შეხვედრა, თუნდაც იგი უწყინარი სახეობა აღმოჩნდეს, ბევრი ადამიანისთვის სასიამოვნო არაა. რა შეიძლება ვთქვათ შხამიან გველებზე, როდესაც არასწორმა ქმედებამ შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემებთან ან ლეტალობამდე მიგვიყვანოს?
მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეს შხამიანი გველის თავისი წარმომადგენელი ჰყავს. კარგი იქნება, თუ თეორიულად მათ გავიცნობთ. თუმცა, არსებობს საერთო განმასხვავებელი ნიშნებიც, რომელთა მიხედვითაც შეგვიძლია საშიში გველის ამოცნობა.
გადავწყვიტეთ გაგაცნოთ ეს ნიშნები და ინფორმაცია მათი ქცევს შესახებ, რათა საშიში შეხვედრა არასოდეს მოხდეს, ან მშვიდად ჩაიაროს იმგვარად, რომ ჯანმრთელობას საშიშროება არ შეექმნას.
როგორ გავარჩიოთ შხამიანი გველი უწყინარი გველისგან?
ჰერეტოლოგები უსაფრთხო და შხამიან გველს შორის ძირითად ნიშნებს გამოყოფენ, თუმცა, მსოფლიოში იმდენი გველია, რომ არსებობს გამონაკლისები. მიუხედავად ამისა, გველის გარჩევის ძირითადი წესი, რომელსაც შეიძლება შევხვდეთ, ასეთია:
ოქროს თევზი, რომელიც ყველა ჩვენგანს ბავშვობის ზღაპარს აგონებს, აკვარიუმის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბინადარია. მისი თანამედროვე სახეობა X-XI საუკუნეებში ჩინეთსა და იაპონიაში ხანგრძლივი სელექციის შედეგად მიიღეს, ევროპაში კი პირველად 1611 წელს შეიყვანეს. ამ უმშვენიერესი არსების შეძენის მსურველებს, რასაკვირველია, უამრავი შეკითხვა დაებადებათ.
პატრონები გაურკვევლობაში არიან, როდესაც საქმე შინაური ცხოველის კასტრაციას ან სტერილიზაციას ეხება.ისინი შიშობენ, რომ პროცედურამ შეიძლება, მტკივნეულად ჩაიაროს და ეჭვი შეაქვთ მის მიზანშეწონილობაში.
კატებს ცნობილი თვისება გააჩნიათ - დამალონ ტკივილი. მათი ტანჯვის ამოცნობა საკმაოდ რთულია. რომ გაერკვიათ მათი ცუდად ყოფნის ნიშნები, ლინკოლნის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) მკვლევარებმა სხვადასხვა ქვეყნის 19 ექსპერტს შორის გამოკითხვა ჩაატარეს.
თუ თქვენ გადაწყვიტეთ, სახლში მოიყვანოთ ეგზოტიკური თევზები, მაგრამ მათი ყოლის საკმარისი გამოცდილება არ გაქვთ, შეგიძლიათ გაითვალისწინოთ ქვემოთ მოცემული რამდენიმე რჩევა იმის შესახებ, თუ როგორ პირობებში უნდა გყავდეთ ეს ფაქიზი არსებები.
ხშირად გვესმის ისტორიები იმის შესახებ, თუ როგორ უკბინა ძაღლმა ადამიანს. შეიძლება ეს იყოს არასწორი გაწვრთნის ბრალი, პატრონის უყურადღებობის, ან თუნდაც იმ ადამიანის დაუდევრობის, ვისაც უკბინა ცხოველმა. ამასთანავე დღემდე გადაუჭრელია ქუჩაში მაწანწალა ძაღლების პრობლემა.
კატები თავისი ბუნებით მტაცებლები არიან, ამიტომ ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტას ისინი კბილებითა და ბრჭყალებით ცდილობენ. როდესაც პატარა კნუტი გკბენთ და გბხაჭნით, ეს გართობთ, მაგრამ როდესაც ამას უკვე ზრდასრული კატა აკეთებს, მისთვის უწყინარი გართობა, თქვენთვის ტრავმით შეიძლება დასრულდეს. იმისთვის, რომ თქვენი ოთხფეხა მეგობრის მსგავსი საქციელი აღკვეთოთ, ის კნუტობიდან უნდა აღზარდოთ და მიაჩვიოთ სწორ ჩვევებს.
კნუტი, რომელიც მიჩვეულია კატის ტუალეტს და იქ იკმაყოფილებს ბუნებრივ მოთხოვნილებებს ეს ერთის მხრივ კარგია და მოხერხებული. არ გიწევთ კუთხე-კუთხე სიარული და კატის "საჩუქრების" წმენდა, თუმცა თვითონ კატის ტუალეტს სჭირდება ხშირად გასუფთავება, ქვიშის დამატება/გამოცვლა და მიუხედავად ამისა სახლში მაინც არის არასასიამოვნო სუნი. თუ თქვენ მოინდომებთ, თავისუფლად შეძლებთ თქვენი საყვარელი შინური ცხოველი მიაჩვიოთ "ნამდვილ" ტუალეტს. აღარ მოგწევთ ზედმეტ დეტალებზე ფიქრი.
ცოფით შეიძლება დაავადდეს ყველა თბილსისხლიანი ცხოველი, უფრო ხშირად კი- ძაღლი. საჭიროა ვიცოდეთ ძაღლის ცოფის ნიშნები, რომლებიც ვითარდება დაკბენიდან 12-20 დღეში. ვეტერინარები გამოყოფენ სამ ძირითად ცოფის გამოვლინების სიმპტომებს: მძვინვარე, მშვიდი და ატიპიური . ინსტრუქციაში ჩამოთვლილია ცოფის გამოვლინების სიმპტომები ძაღლებში.
წარმატების მთავარი კრიტერიუმი არის ძაღლთან მჭიდრო ემოციურ-ფსიქოლოგიური კონტაქტის დამყარება. ხშირად, გამოუცდელი მწვრთნელები, ეჯახებიან რა შეუსაბამობას დახარჯულ ძალისხმევასა და ძაღლის მხრიდან უკუგებას შორის. კავკასიური ნაგაზი სპეციფიკური და ძნელად გასაწვრთნელი ჯიშია. უფრო სწორი იქნება ითქვას, რომ კავკასიურის წვრთნის პრაქტიკული და თეორიული წესები, სხვა ჯიშებთან შედარებით ჩანასახოვან მდგომარეობაშია.