საუკეთესო მარწყვის დესერტების რეცეპტები ზაფხულისთვის - rogor.ge

საუკეთესო მარწყვის დესერტების რეცეპტები ზაფხულისთვის

მარწყვის ღვეზელი

marcqvisgvezeli-1749718583.jpg

ინგრედიენტები:

  • მარწყვი — 340 გ
  • დიდი ზომის კვერცხი — 2 ცალი
  • ბერძნული ან ბუნებრივი იოგურტი — 180 გ
  • მცენარეული ზეთი — 120 მლ
  • ვანილის ექსტრაქტი — 1 ჩ/კ
  • შაქარი — 200 გ
  • ფქვილი — 190 გ
  • გამაფხვიერებელი — 1 ჩ/კ
  • სოდა — ½ ჩ/კ
  • მარილი — ¼ ჩ/კ
  • სურვილისამებრ:
  • გახეხილი ლიმონის ცედრა — 1 ჩ/კ

მომზადების წესი:

  1. ფორმას წაუსვით ზეთი და ჩააფინეთ პერგამენტი. გააცხელეთ ღუმელი 180°C-მდე. რეკომენდებული ფორმის დიამეტრია 20 სმ.
  2. მარწყვის ნახევარი დაჭერით პატარა ნაჭრებად, ხოლო დარჩენილი მარწყვი შუაზე გაჭერით სიგრძეზე.
  3. ოთახის ტემპერატურის კვერცხები მოათავსეთ ჯამში და აურიეთ იოგურტთან, ზეთთან და ვანილთან ერთად.
  4. დაუმატეთ შაქარი და ლიმონის ცედრა (თუ იყენებთ) და კვლავ აურიეთ.
  5. ცალკე აურიეთ ფქვილი, გამაფხვიერებელი, სოდა და მარილი. შემდეგ შეაერთეთ იოგურტის მასასთან და კარგად ათქვიფეთ ერთგვაროვანი ცომის მიღებამდე.
  6. ცომის ნახევარი ჩაასხით ფორმაში, მოაყარეთ დაჭრილი მარწყვი და დაასხით დარჩენილი ცომი. ზემოდან დაალაგეთ მარწყვის ნახევარი ნაჭრები გაჭრილი მხრით ქვევით.
  7. გამოაცხვეთ 180°C ტემპერატურაზე დაახლოებით 50–60 წუთი, სანამ ზედაპირი ოქროსფრად არ გაყავისფრდება და შუა არ გახდება გამკვრივებული.

იოგურტისა და მარწყვის გაყინული ბურთულები

შემადგენლობა

  • 1 ჭიქა (240 მლ) არატკბილი ბერძნული იოგურტი
  • 100 გ.კრემ-ყველი
  • 1/3 ჭიქა პუდრის შაქარი ან თაფლი (შეგიძლია დაარეგულირო გემოვნებით)
  • 1 ჩ/კ ვანილის ექსტრაქტი
  • 1/2 ჭიქა გაყინული მარწყვი
  • მწიკვი მარილი
  • სურვილის შემთხვევაში: ქოქოსის ფანტელი ან თხელი შოკოლადის მინანქარი

ნახეთ მომზადების წესი

მარწყვის პანაკოტა

შემადგენლობა:

4 პორცია

  • ნაღები 33% - 500 მლ
  • შაქრის ფხვნილი - 80-100 გ
  • ვანილის შაქარი - 1 ჩაის კოვზი
  • ჟელატინი - 8 გ
  • წყალი - 60 მლ
  • მარწყვი - 300 გ
  • შაქრის ფხვნილი - 1-2 ს.კ.

ნახეთ მომზადების წესი

სახლის ლიმონათი მარწყვით, ლიმონით და ბაზილიკით

შემადგენლობა

  • 4-6 მარწყვი შუაზე გაჭრილი
  • 1/2 დაჭრილი ლიმონი
  • ახალი ბაზილიკი
  • ცივი გაფილტრული წყალი
  • ყინული

ნახეთ მომზადების წესი