კინოთერაპია სულისთვის: 5 თბილი ფილმი, რომლებიც რთულ მომენტებში რწმენას დაგიბრუნებენ - rogor.ge

კინოთერაპია სულისთვის: 5 თბილი ფილმი, რომლებიც რთულ მომენტებში რწმენას დაგიბრუნებენ

მთვარის ამოსვლის სამეფო/Moonrise Kingdom (2012)

სიუჟეტი: მოქმედება 60-იან წლებში ხდება. მთავარი გმირი, სემი, რომელსაც არც მშობლები ჰყავს და არც ნამდვილი სახლი, იზრდება სხვადასხვა ოჯახებში. მას უჭირს გარშემომყოფებთან ურთიერთობა და ბოისკაუტთა საზაფხულო ბანაკშიც გარიყულია. მაგრამ მოულოდნელად ის ხვდება გოგონას, სახელად სუზის, და მათ შორის ნაზი გრძნობები იბადება.

მოზარდები გაქცევას გადაწყვეტენ, რათა ახალი, უკეთესი ცხოვრება დაიწყონ. მათი გაქცევა დიდი არეულობის მიზეზი ხდება – ადგილობრივი შერიფი და ბანაკის ხელმძღვანელები მასშტაბურ ოპერაციას იწყებენ მათ მოსაძებნად.

დიდი თევზი (2003)

სიუჟეტი: მოხუცი ედ ბლუმი, რომელიც სულ მხიარული და ხალისიანია, მძიმე ავადმყოფობას ებრძვის. მისი ოჯახი ცდილობს, მასთან მეტი დრო გაატაროს, თუმცა მისი საოცარი და ფანტასტიკური ამბები შვილისთვის გამაღიზიანებელია.

მისი შვილი, რომელიც რეალიზმს აფასებს, ვერ უძლებს მამის ზღაპრულ ისტორიებს და მათ შორს დარჩენას ამჯობინებს. მაგრამ ის მაინც იწყებს ამ ამბების გადამოწმებას და ბოლოს იგებს, თუ რამდენად რეალური იყო ის, რაც მას ზღაპარი ეგონა.

პატარა მის ბედნიერება (2006)

სიუჟეტი: ოლივი უცნაურ და დაძაბულ ოჯახში ცხოვრობს, სადაც ყველას თავისი პრობლემები აქვს. მამა კარიერაში წარუმატებელია, დედა ნერვიულია, ბიძა – დეპრესიაშია, ძმა ფიქრობს, რომ არ უნდა ილაპარაკოს, ხოლო ბაბუა ფსიქოტროპული ნივთიერებებით ერთობა.

მიუხედავად ამისა, პატარა ოლივს დიდი ოცნება აქვს – ის უნდა გახდეს „პატარა მის ბედნიერება“ კონკურსის გამარჯვებული. ოჯახი ყველანაირად ცდილობს, რომ გოგონას მისი დიდი ოცნება აუხდინონ.

კატა გასაქირავებლად (2012, იაპონია)

სიუჟეტი:ეს იაპონური დრამატული ფილმი ერთ მარტოსულ ქალზე – სატოკოზე მოგვითხრობს, რომელსაც საოცარი უნარი აქვს – კატებს და მათ მფლობელებს შორის ურთიერთობებს აწესრიგებს.

მისი ბიზნესი ძალიან პოპულარული ხდება, მაგრამ რეალურად ის თავისი მარტოსულობის დაძლევას ცდილობს. ყველაფერი იცვლება, როდესაც მის ქალაქში ბავშვობის მეგობარი ბრუნდება და დიდ საიდუმლოს უმხელს.

გადაღმა (2006)

სიუჟეტი: მთავარი გმირი როი უოკერი – ჰოლივუდის კასკადიორია, რომელიც გადაღებისას მძიმედ დაშავდა და ახლა საავადმყოფოში წევს. ერთ დღეს ის პატარა გოგონას, ალექსანდრიას გაიცნობს და მის გასართობად ჯადოსნურ ისტორიას უყვება.

საბოლოოდ, ისტორია რეალობასა და ფანტაზიას შორის საზღვარს არღვევს. როგორც მაყურებელი, ჩვენ ვხედავთ, როგორ იბადება ახალი სამყარო, სადაც ყველაფერი შესაძლებელია და სადაც ტკივილი შორეულ მოგონებად იქცევა.

როგორ შევარჩიოთ ფილმები, რომლებიც კითხვებს აჩენენ და პასუხებს არ იძლევიან