რისთვის არის საჭირო ჩაის პაკეტის ბირკა და როგორ გამოვიყენოთ ის სწორად - rogor.ge

რისთვის არის საჭირო ჩაის პაკეტის ბირკა და როგორ გამოვიყენოთ ის სწორად

ჩაის ბირკის ძირითადი დანიშნულება

ჩაის ბირკა შექმნილია იმისთვის, რომ დაფიქსირდეს ფინჯანზე და თავიდან აიცილოს პაკეტის ძაფის ჩაძირვა წყალში. ხშირად ხდება, რომ მდუღარე წყლის დასხმისას ჩაის პაკეტის ძაფი და ბირკა პირდაპირ სითხეში ვარდება. ამის თავიდან ასაცილებლად, შეგიძლიათ ფინჯნის ძირში მოაყოლოთ ბირკა, ან გამოიყენოთ სპეციალური ჭრილი, რომელიც ზოგიერთ პაკეტზეა განთავსებული, რათა ბირკა ფინჯნის სახელურზე დამაგრდეს.

მსუბუქი ჩაი - დააფიქსირეთ ბირკა ფინჯნის კიდეზე და ოდნავ დაჭიმეთ ძაფი, რაც პაკეტს ფინჯნის ზედაპირთან უფრო მაღლა ამყოფებს და არ მისცემს ჩაის ფოთლებს წყალში ძალიან დიდხანს გაჩერების საშუალებას.

მუქი ჩაი – ჩაის პაკეტი ჩაძირეთ ფინჯანში და ნაზად მოატრიალეთ ბირკა კოვზის გარშემო, რათა ჩაი კარგად გაიჟღინთოს.

ბირკის დამატებითი ფუნქციები

chai-1741331044.jpg

პაკეტის ფიქსაცია – თუ ჩაის მორევისას ძაფი დაეხვა კოვზზე, ბირკის დამაგრება ფინჯნის ძირის ქვეშ ამ პრობლემას მოაგვარებს.

იგიენური მოხმარება – გამოყენებული ჩაის პაკეტი შეგიძლიათ გადაახვიოთ ძაფით და მოათავსოთ ბირკაში, რათა ხელი არ დაისვაროთ მისი გადაგდებისას.

ბირკა შეგიძლიათ შეინახოთ, რათა არ დაგავიწყდეთ, რომელი ჩაი დააგემოვნეთ და სურვილის შემთხვევაში იგივე ბრენდი შეიძინოთ.

შემოქმედებითი იდეა – ჩაის ბირკის უკანა მხარეს შეგიძლიათ დააწეროთ პოზიტიური ციტატა ან სურვილი, საუზმეს სასიამოვნო განწყობით დაიწყებთ.

თუ მაინც ჩაგივარდათ ბირკა ჩაიში – როგორ მოვაგვაროთ პრობლემა?

თუ ბირკა მაინც აღმოჩნდა სითხეში, გამოიყენეთ კოვზი მის ამოსაღებად, შემდეგ კი ნაზად დადეთ ფინჯნის კიდეზე, რათა შემდგომში არ ჩავარდეს.

ეს პატარა დეტალი, რომელიც ხშირად ყურადღების მიღმა გვრჩება, სინამდვილეში ბევრ სარგებელს გვთავაზობს – საკმარისია, უბრალოდ, ვიცოდეთ მისი გამოყენების სწორი გზები!

5 მიზეზი, თუ რატომ არ უნდა გადააგდოთ გამოყენებული ჩაის პაკეტები