5 მიზეზი, თუ რატომ არ უნდა გადააგდოთ გამოყენებული ჩაის პაკეტები - rogor.ge

5 მიზეზი, თუ რატომ არ უნდა გადააგდოთ გამოყენებული ჩაის პაკეტები

დაღლილი/შეშუპებული თვალებისთვის

თუ დილით გაღვიძებისას შეამჩნევთ, რომ თვალები დასიებული გაქვთ, მეორადი ჩაის პაკეტები დაგეხმარებათ პრობლემის მოგვარებაში.

როგორ გავაკეთოთ:

გამოყენებული ჩაის პაკეტები გააშრეთ და რამდენიმე წუთით შედეთ საყინულეში. გაცივებული პაკეტი დაიდეთ თვალების ქვეშ, 5-10 წთ-ით. გაიმეორეთ ყოველ დღე და შედეგიც არ დააყოვნებს.

სახის კანის მოვლა

ჩაის პაკეტი ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ კანის მოვლის დამატებით საშუალებად, კანის გასაუმჯობესებლად.

როგორ გავაკეთოთ:

მოიშორეტ მაკიაჟი. გასუფთავებული კანი გაიხეხეთ ჩაის პაკეტით. ჩაი სახეზე უნდა გაიჩეროთ 5 წთ. შემდეგ ჩამოიბანეტ თბილი წყლით და წაისვით ტონიკი.

ტყავის ნაწარმის დამუშავება

ტყავის ნაწარმი, მიუხედავად მათი გამძლეობისა, განსაკუთრებულ მოვლას მოითხოვს. სათანადო მოვლის შემთხვევაში მას შეუძლია მრავალი წლის განმავლობაში შეინარჩუნოს პრეზენტაბელური გარეგნობა. თუ ამას გვიან მიხვდით და ტყავის ნაწარმმა პირვანდელი სახე დაკარგა, საკმარისია ზედაპირი ჩაის პაკეტით დაამუშაოთ, შემდეგ კი წმენდის პროცესი დაასრულოთ ნებისმიერი ქსოვილის დახმარებით.

სუნის აღმოფხვრა

ნახმარი ჩაის პაკეტი ასევე დაგეხმარებათ უსიამოვნო სუნის მოშორებაში. მაგალითად, უსიამოვნო სუნის აღმოსაფხვრელად, რომელიც შეიძლება სუფთა მაცივარშიც კი დაგროვდეს, თითოეულ თაროზე უნდა მოათავსოთ 1-2 ჩაის პაკეტი. უფრო ძლიერი ეფექტისთვის შეგიძლიათ დაამატოთ ფორთოხლის კანი და დარიჩინი.

ჩაის პაკეტები და აბაზანა

ჩაის პაკეტების გამოყენება შესაძლებელია აბანოშიც. აღმოჩნდა, რომ ჩაის შემადგენლობა შეიცავს სასარგებლო ნივთიერებებს, რომლებიც დიდ გავლენას ახდენს სხეულის კანის მდგომარეობაზე.

რა უნდა გავაკეთოთ?

უბრალოდ დაამატეთ 2-3 ჩაის პაკეტი აბაზანაში და ისიამოვნეთ. თუ სილამაზის საიდუმლოს გამოიყენებთ ყოველი აბაზანის მიღებისას, თქვენი კანი მადლობას გეტყვით.