როგორ მოვიშოროთ პირიდან ნივრის სუნი? - rogor.ge

როგორ მოვიშოროთ პირიდან ნივრის სპეციფიკური სუნი?

რატომ არ ქრება ნივრის სუნი?

თავად ნიორი განსაკუთრებული სურნელის მქონე არ არის, თუმცა, მისი დაჭრის ან დაღეჭვის შემდეგ მცენარის შიგნით არსებული „ალიინი“ გარდაიქმნება ამიაკსა და ალიცინად. ალიცინი კი, ჩვენი ორგანიზმის მიერ გადამუშავებისას, შლის ნივთიერებებს, რომლებიც შეიცავს გოგირდს – და სწორედ ეს ნაერთები (მაგალითად, ალიილმეთილსულფიდი) იწვევს მძაფრ სუნს.

გოგირდის ნაერთების განსაკუთრებული თვისება ისაა, რომ ისინი საკმაოდ სტაბილურია და ორგანიზმიდან სწრაფად არ გამოდის. როდესაც ნიორი ხვდება საჭმლის მომნელებელ სისტემაში, ალიილმეთილსულფიდი იშლება სისხლში, იქიდან კი – ფილტვებში. ეს ნიშნავს, რომ ნივრის სუნი აღარ მოდის მხოლოდ პირიდან, არამედ ჩვენს სუნთქვასაც დაჰყვება, რაც მას კიდევ უფრო მტკიცეს და ხანგრძლივს ხდის.

გარდა ამისა, ამ ნაერთებს შეუძლიათ გავლენა მოახდინონ ოფლიანობასა და შარდის სუნზეც. საინტერესო ფაქტია, რომ მეცნიერების კვლევების თანახმად, მამაკაცების ოფლის სუნი, რომლებიც ნიორს ხშირად მიირთმევენ, ქალებისთვის უფრო მიმზიდველად აღიქმება!

niori-1741164414.jpg

როგორ მოვიშოროთ ნივრის სუნი?

ნივრის სუნის სრულად გაქრობა შეუძლებელია, სანამ ორგანიზმი გოგირდის ნაერთების გადამუშავებას არ დაასრულებს. თუმცა, არსებობს რამდენიმე მეთოდი, რომლებიც ამ პროცესს დააჩქარებს და სუნის ინტენსივობას შეამცირებს.

მწვანილები და ახალი ბოსტნეული

ნივრის სუნის წინააღმდეგ განსაკუთრებით ეფექტურია ოხრახუში, ბაზილიკი, ისპანახი, სალათის ფურცლები და სხვა მწვანილები. ისინი ეხმარებიან ორგანიზმს გოგირდის ნაერთების სწრაფად გადამუშავებაში და სუნის ნეიტრალიზებაში.

რძე

საინტერესოა, რომ კვლევების თანახმად, სრული ცხიმიანი რძე ხელს უწყობს ნივრის სუნის შემცირებას. რძეში არსებული ცხიმი ეხმარება გოგირდის ნაერთების დაშლას და მათ მეტაბოლიზმს.

ციტრუსები და ხილი

ლიმონი, ფორთოხალი, მანდარინი და კივი მდიდარია ვიტამინით C და ანტიოქსიდანტებით, რომლებიც ხელს უწყობენ სხეულის ბუნებრივ დეტოქსიკაციას და ნივრის სუნის შემცირებას.

ბრინჯი და სოკო

ეს პროდუქტები ასევე ცნობილია იმით, რომ ამცირებენ ნივრის სუნის გამოყოფას ორგანიზმიდან. ისინი ნელა ინელება და ხელს უწყობს გოგირდის ნაერთების უკეთ დაშლას.

წყალი და მწვანე ჩაი

წყლის სმა ხელს უწყობს ტოქსინების გამოდევნას ორგანიზმიდან, ხოლო მწვანე ჩაი მდიდარია ანტიოქსიდანტებით, რომლებიც ეხმარებიან სხეულს ნივრის სუნის შემცირებაში.

ვაშლი

თუ ნიორი მიირთვით და სასწრაფოდ გსურთ მისი სუნის შემცირება, ვაშლის ჭამა ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მეთოდია.

კბილების და ენის წმენდა

მიუხედავად იმისა, რომ ნივრის სუნი ფილტვებიდანაც მოდის, კბილების და ენის გახეხვა მაინც მნიშვნელოვანია, რადგან საჭმლის ნარჩენები სუნის გამაძლიერებელი შეიძლება გახდეს.

როგორ მოაშოროთ ნადები, თევზის სუნი, გაასუფთაოთ მიკროტალღური ღუმელი და კიდევ 6 ხრიკი ჩვეულებრივი ლიმონის გამოყენებით