5 სიზმარი, რომლებიც რეალურ ცხოვრებაში საფრთხეზე მიგვანიშნებს
გარდაცვლილი ახლობლის ნახვა
თუ სიზმარში გარდაცვლილი ნათესავი ან მეგობარი დაგესიზმრა, ეს შესაძლოა იყოს გაფრთხილება. მნიშვნელოვანია, რომ მისი სიტყვები და მოქმედებები დაიმახსოვროთ. ასეთი სიზმრის შემდეგ, ხალხური რწმენის მიხედვით, სასურველია სანთლის ანთება და მისი ხსენება.
საკუთარი ავადმყოფობა ან სიკვდილი
თუ სიზმარში საკუთარ თავს მძიმე ავადმყოფობაში ან გარდაცვლილად ხედავთ, ეს შეიძლება იყოს სიგნალი, რომ ჯანმრთელობას მეტი ყურადღება უნდა მიაქციოთ. ასეთ შემთხვევაში, სასურველია, ჩაატაროთ სამედიცინო შემოწმება და იზრუნოთ ორგანიზმის გაძლიერებაზე.
ვარდნა სიმაღლიდან
თუ სიზმარში სიმაღლიდან ვარდებით, ეს შეიძლება ნიშნავდეს ფინანსურ პრობლემებს ან პირად ურთიერთობებში კრიზისს. შესაძლოა, დაუფიქრებელი გადაწყვეტილებები იღებთ, რაც უარყოფით შედეგებს გამოიწვევს.
ვინმესგან გაქცევა
თუ გესიზმრებათ, რომ ვიღაც გდევნით და ვერ თავისუფლდებით, ეს ნიშნავს, რომ მალე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოგიწევთ. ეს შეიძლება დაკავშირებული იყოს კარიერასთან, პირად ცხოვრებასთან ან სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან.
სტიქიური უბედურებები
სიზმრები, სადაც ხანძარი, წყალდიდობა, მიწისძვრა ან სხვა კატასტროფა ხდება, ხშირად უარყოფით შინაარსს ატარებს. ეს შეიძლება იყოს ნიშანი, რომ თქვენს ცხოვრებაში რთული პერიოდი დგება და სიფრთხილეა საჭირო.