როგორი იქნება კვირა: ასტროლოგიური პროგნოზი
🗓️ ორშაბათი, 3 თებერვალი
დღეს ჰოროსკოპი ემოციურად დატვირთულ და წინააღმდეგობრივ დღეს გვპირდება. ხასიათი შეიძლება რამდენჯერმე შეიცვალოს – თუმცა დღევანდელ ემოციებს ზედმეტი მნიშვნელობის მინიჭება არ ღირს. ურთიერთობებში შეიძლება გაუგებრობები გაჩნდეს, თუმცა სჯობს, ნეგატივი არ გაამძაფროთ და ყურადღება სხვა რამეზე გადაიტანოთ – პრობლემები, დიდი ალბათობით, თავისით მოგვარდება.
🗓️ სამშაბათი, 4 თებერვალი
დღეს განსაკუთრებით ხელსაყრელია დაგროვილი საქმეების მოგვარებისთვის. დროა, სწრაფად და ეფექტურად მოაგვაროთ გადადებული საკითხები. ვარსკვლავები გაძლევენ დიდ ენერგიას, თუმცა მიმართეთ სიფრთხილეს, რათა არ მიიღოთ ნაჩქარევი გადაწყვეტილებები – მაგალითად, არ ღირს ურთიერთობების დასრულება ან დაუფიქრებლად მნიშვნელოვანი ნივთების გაყიდვა. მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს დრო მიეცით და უფრო სიღრმისეულად დაფიქრდით.
🗓️ ოთხშაბათი, 5 თებერვალი
დღევანდელი დღე დაგეგმვისა და დაგროვების ენერგიას ატარებს – იქნება ეს ფინანსების დაზოგვა, ინვესტიცია უძრავ ქონებაში ან რაიმე ახალი ჰობის დაწყება. სჯობს, არ იჩქაროთ და საბოლოო გადაწყვეტილებები მომავლისთვის გადადოთ. ასევე, შესაძლოა მოძრაობის შემცირება და აპათიის განცდა – თუმცა ეს შინაგანი ენერგიის დაგროვების ნიშანია. თუ მოულოდნელად კრიტიკულ სიტუაციაში აღმოჩნდებით, საოცარ სიძლიერესა და აქტიურობას გამოავლენთ.
🗓️ ხუთშაბათი, 6 თებერვალი
დღეს ჰოროსკოპი იდეალურია ახალი ნაცნობობისა და რომანტიკული შეხვედრებისთვის. ინტუიცია განსაკუთრებულად გაძლიერდება, რაც ახალი ცოდნისა და უნარების შეძენას გაამარტივებს. ამ დღეს სჯობს, ემოციურად არ დაიტვირთოთ საქმიანი საკითხებით – სერიოზული და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მომავალში გადადეთ. თუ მაინც გიწევთ მნიშვნელოვანი შეხვედრა, სჯობს ის არაოფიციალურ გარემოში ჩაატაროთ.
🗓️ პარასკევი, 7 თებერვალი
დღე იდეალურია დიდი და თამამი გეგმების განხორციელებისთვის! თქვენი შესაძლებლობები და სურვილები ჰარმონიაშია ერთმანეთთან – არ შეგეშინდეთ ოცნებების რეალობად ქცევა. ვარსკვლავები წარმატებას ჰპირდებიან მათ, ვინც არ შეუშინდება მოქმედებას. იდეალური დროა საკუთარი უნარების გამოსაჩენად და რთული პროექტების განსახორციელებლად.
🗓️ შაბათი, 8 თებერვალი
დღეს განსაკუთრებით აქტიურია სოციალური ენერგია, რაც ნიშნავს, რომ გარშემო ყველას ექნება ჩარევის სურვილი, თუნდაც ეს აუცილებელი არ იყოს. შეიძლება შეხვდეთ ზედმეტად მომთხოვნ ადამიანებს, ვინც მოგცემთ რჩევებს ან განგსჯის. კონფლიქტების თავიდან ასარიდებლად, დღეს სჯობს დიპლომატიურად მოიქცეთ და არ მიეცეთ ემოციებს.
🗓️ კვირა, 9 თებერვალი
დღეს მარტივი გზები არ იარსებებს – პირიქით, ყველა ცდილობს დასახული მიზნის მიღწევას რთული და უჩვეულო გზებით. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ დეტალებს – ზოგიერთი გადაწყვეტილება შეიძლება ორაზროვანი ან დაფარული განზრახვის მქონე იყოს. განსაკუთრებით სიფრთხილეა საჭირო ფინანსურ და ურთიერთობებთან დაკავშირებულ საკითხებში.
ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომელთაც უყვარდებათ სული და არა გარეგნობა
წყარო: moon-today.com