სახლის საახალწლოდ მორთვის იდეები - rogor.ge

როგორია 5 საახალწლო დეკორის ტრენდი 2024-2025 წლის ზამთრისთვის

არატრადიციული ფერები და მასალები

6-1734348490.jpg

დროა, ტრადიციული წითელ-მწვანე პალიტრის საზღვრებს გასცდეთ. ამ სეზონზე დიზაინერები გირჩევენ გამოიყენოთ 90-იანი წლების მკვეთრი და "მჟავე" ტონები, მაგალითად, Brat Green (ნეონის მწვანე), ლავანდისფერი და ვარდისფერი. ასევე, გახადეთ ნაძვის ხე ავანგარდული – დაამატეთ მას ბუმბულები, კრისტალები და უნიკალური ტექსტურები. არ შეგეშინდეთ თამამი ექსპერიმენტების, რადგან ფერები დღესასწაულის განწყობის მთავარი ელემენტია.

სკანდინავიური სტილი

8-1734348654.jpg

სკანდინავიური დეკორი – ეს არის სიმარტივე, ბუნებრიობა და სიმყუდროვე. ტენდენცია „რაც უფრო მარტივი, მით უკეთესი“ წელსაც აქტუალურია. დეკორისთვის გამოიყენეთ ნეიტრალური პალიტრა და ბუნებრივი მასალები: ხე, ქაღალდი, ფეტრი და ტყავი. დახვეწილი ხის მძივები, მუქი ფერის ფარდაგები და მარტივი ყვავილების გვირგვინები თქვენი ინტერიერისთვის იდეალური დამატება იქნება.

მბზინვარე ქრომი

7-1734348781.jpg

მეტალის დეტალები და ქრომის ზედაპირები საახალწლო დეკორის ფუტურისტულ ელფერს შესძენს. ვარსკვლავების შუქზე ბზინვა განსაკუთრებულად ელეგანტურად გამოიყურება. თუ ქრომი ზედმეტად გეჩვენებათ, დაიწყეთ პატარა მეტალის დეკორაციებით, როგორიცაა ჭიქები, სანთლები ან ნაძვის ხის სათამაშოები.

ჩუმი ფუფუნება

9-1734348841.jpg

„ჩუმი ფუფუნება“ აქცენტს აკეთებს სიმშვიდესა და მყუდროებაზე. დიზაინერები გვირჩევენ, ფოკუსირდეთ ბუნებრივ სიმწვანეზე, ოქროსა და თეთრი ფერების კომბინაციაზე, მიწის ტონებზე და მინიმალიზმზე. ყურადღება მიაქციეთ მცირე, მაგრამ დახვეწილ დეტალებს, რომლებიც ინტერიერს განსაკუთრებულ ელფერს შესძენს. მაგალითად, ხელნაკეთი დეკორაციები ან მაღალი ხარისხის ქსოვილები.

ფეტრი და ხელნაკეთი დეკორაციები

10-1734349330.jpg

ფეტრისგან დამზადებული სათამაშოები წელს პოპულარობის პიკზეა. ასეთი დეკორი თქვენს საახალწლო გარემოს სითბოსა და ხასიათს შემატებს. განსაკუთრებული მოთხოვნა აქვს ხელნაკეთ ფეტრის წინდებს და კერამიკულ დეკორაციებს. ისინი არა მხოლოდ სახლს ალამაზებენ, არამედ ქმნიან ოჯახურ და მყუდრო ატმოსფეროს.

შესაძლოა, თქვენი დეკორი უკვე ასახავს ტრადიციასა და ინდივიდუალურობას, თუმცა ახალი ტენდენციების დამატებით, თქვენი საახალწლო გარემო უფრო თანამედროვე და გამორჩეული გახდება. იყავით კრეატიულები და გაბედეთ ექსპერიმენტები!

საშობაო დეკორაციები: რა იქნება ტრენდული 2025 წელს