როგორ გავთავისუფლდეთ შემოდგომის მელანქოლიისგან: 5 მეთოდი განწყობის გასაუმჯობესებლად
ნათელი ფერები
ფერებს მნიშვნელოვანი გავლენა აქვს ჩვენს ცნობიერზე. ამიტომ, შემოდგომაზე დროა იყიდოთ ნათელი შარფი, ახალი ჩანთა, ქურთუკი შემოდგომის ფერებით. ეს არამხოლოდ მოდურს გახდის თქვენს ლუქს, არამედ გაგახალისებთ. დაამატეთ ფერები თქვენი სახლის დეკორაციასაც - ყვავილების ნათელი თაიგული, ხილის დაფა "მზიანი" ფერებით (ფორთოხალი, ვაშლი, გრეიფრუტი).
სუფთა ჰაერი
არაფერი შეედრება შემოდგომის წვიმების შემდეგ მიწის სურნელს. შეეცადეთ უფრო ხშირად იაროთ გარეთ, განსაკუთრებით საჯარო ბაღებსა და პარკებში. ლანჩის შესვენების დროს გაისეირნეთ გარეთ, მოიწყვეთ აივანზე მოსასვენებელი კუთხე.
ჯანმრთელობა
ფსიქოლოგები შემოდგომაზე დიეტის დაცვას არ გირჩევენ, რადგან „სიკეთეების“ შეზღუდვა მხოლოდ გააუარესებს სიტუაციას. იკვებეთ ნოყიერად და შეეცადეთ შეინარჩუნოთ სწორი კვება.
როგორ შეცვალოთ დიეტა შემოდგომაზე, რომ წონაში არ მოიმატოთ და თავი კარგად იგრძნოთ
მაგრამ, თუ გსურთ შოკოლადის ან მარშმლოუს ჭამა, გააკეთეთ ეს. ამავდროულად, შეინარჩუნეთ კუნთების ტონუსი ვარჯიშით ან სიარულით. სპორტი, სხვათა შორის, ეხმარება შემოდგომის დეპრესიის დაძლევაში.
ემოციები
შემოდგომა ყავის, კაკაოს, კინოს, წიგნების, თბილი შეხვედრების დროა. შეკრიბეთ მეგობრები და წადით პიკნიკზე ან იპოვნეთ ახალი საინტერესო კაფე ქალაქში. შეგიძლიათ "ყავის ტურიც" გააკეთოთ ქალაქის სხვადასხვა ადგილას. მთავარია დადებითი ემოციების მიღება, საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა და თბილი ჩახუტება.
თვითგანვითარება
იზრუნეთ საკუთარ თავზე და დროის მართვაზე. დაე, თქვენი ყოველი წუთი იყოს დატვირთული, მაშინ ნამდვილად არ იქნება საკმარისი დრო მელანქოლიისთვის. გააკეთეთ ის, რასაც დიდი ხანია გადადებდით. დაწერეთ წიგნი, დარეგისტრირდით მანქანის მართვის ან ენის კურსზე, ან იარეთ სპორტდარბაზში.
იმისათვის, რომ თვალყური ადევნოთ თქვენს მიღწევებს, შეინახეთ ცალკე, ლამაზი რვეული. შეაქეთ საკუთარი თავი დავალებების შესრულებისთვის და ეცადეთ არ გადადოთ ისინი „ხვალისთვის“.