როგორ "დაიცვათ" თქვენი ფრჩხილები: დერმატოლოგმა დაასახელა სამი რამ, რაც ანადგურებს მათ - rogor.ge

როგორ "დაიცვათ" თქვენი ფრჩხილები: დერმატოლოგმა დაასახელა სამი რამ, რაც ანადგურებს მათ

ფრჩხილის ლაქის აგრესიული მოცილება

როდესაც ფრჩხილზე ლაქი გისვიათ, ან შილაკი გაქვთ გაკეთებული, რომელიც უკვე საგრძნობლად გაიზარდა ან კიდეებზე აგექერცლათ, თქვენ ცდილობთ უხეშად მოიცილოთ იგი. ამით თქვენ მთლიანად ანადგურებთ ფრჩხილის ზედაპირს, რაც მტვრევადს გახდის.

UV დაცვის ნაკლებობა

დერმატოლოგები თვლიან, რომ შილაკის გაკეთებისას სერიოზულ ზიანს აყენებთ თქვენს ფრჩხილებს და კანს UV განათების ქვეშ. ამ ზიანის შესამცირებლად, ისინი გვირჩევენ მზისგან დამცავი საშუალებების გამოყენებას, ან უთითო ხელთათმანის ტარებას.

როგორი 5 შემაშფოთებელი შედეგი შეიძლება გამოიწვიოს გელ-ლაქის დიდხანს დატოვებამ ფრჩხილებზე

არასაკმარისი დატენიანება

ერთ-ერთი ყველაზე ცუდი რამ თქვენი ფრჩხილებისთვის არის ტენიანობის ნაკლებობა. აუცილებელია ხელების კუტიკულისა და კანის რეგულარული დატენიანება. დამატენიანებელი კრემების გამოყენება ყოველდღიურ რიტუალად უნდა იქცეს, თუ გსურთ გქონდეთ ჯანსაღი და ლამაზი ფრჩხილები.

როგორ გადავეჩვიოთ ფრჩხილების კვნეტას