როგორი 5 შემაშფოთებელი შედეგი შეიძლება გამოიწვიოს გელ-ლაქის დიდხანს დატოვებამ ფრჩხილებზე - rogor.ge

როგორი 5 შემაშფოთებელი შედეგი შეიძლება გამოიწვიოს გელ-ლაქის დიდხანს დატოვებამ ფრჩხილებზე

ფრჩხილები ხდება თხელი და სუსტდება

უკეთესი დაგრძელების მიზნით, გელის ლაქები საჭიროებენ ფრჩხილის ზედა ფენის მოხეხვას. თუ მუდმივად ატარებთ საფარს, ეს იწვევს იმ ფაქტს, რომ ფრჩხილის ფირფიტა ხდება თხელი, სუსტდება, უფრო ხშირად ტყდება და ზიანდება. ფრჩხილებზე მგრძნობელობა კი მძაფრდება.

სოკოვანი ინფექციების გაზრდილი რისკი

გელის ლაქის ქვეშ ფრჩხილები საერთოდ არ „სუნთქავს“, რაც იწვევს ნესტიანი, დახურული გარემოს შექმნას. სწორედ ეს არის იდეალური გარემო სოკოვანი ინფექციების განვითარებისთვის. ნეგატიური ეფექტი ძლიერდება, თუ გელის ლაქს იყენებთ დადგენილ ვადაზე მეტხანს ან წაისვით საფარი უკვე დაზიანებულ ფრჩხილებზე.

ალერგიული რეაქციები

ზოგიერთმა კომპონენტმა, რომელიც გამოიყენება გელის ლაქებსა და მათ მოსაცილებელ პროდუქტებში, შეიძლება გამოიწვიოს საკმაოდ მძიმე ალერგიული რეაქციები. კერძოდ, კანის სიწითლე, ქავილი, შეშუპება.

გრესიული მოცილება

გელის ლაქის მოცილება საკმაოდ აგრესიული პროცესია, რომელიც აზიანებს ფრჩხილების ზედაპირს და ნუნებს, განსაკუთრებით თუ არასწორად კეთდება. ამ პროცედურამ შეიძლება გამოიწვიოს ფრჩხილის ფირფიტის დამატებითი ტრავმა და შესუსტება.

დაზიანება UV სხივებისგან

იმისათვის, რომ გელის პოლიმერიზაცია მოხდეს, გამოიყენება ულტრაიისფერი ნათურები. მათ შეუძლიათ გაზარდონ კანის დაზიანების რისკი და გამოიწვიოს კანის ნაადრევი დაბერება ულტრაიისფერი გამოსხივების ზემოქმედების გამო.

მიუხედავად იმისა, რომ გელის ლაქები გვთავაზობენ ესთეტიკურ და ხანგრძლივ მიმზიდველობას, უნდა ვიცოდეთ, რომ მათი ხშირი გამოყენებისას ასევე არსებობს პოტენციური უარყოფითი შედეგები და რისკები.

როგორ მოვიშოროთ შილაკი დამოუკიდებლად სახლის პირობებში?