როგორ შეწყვიტოთ პრობლემებისგან გაქცევა და დაიწყოთ მოქმედება
დაისახეთ მიზანი
იფიქრეთ იმაზე, რისი მიღწევა გსურთ და შემდეგ პირველი სამი ნაბიჯი, რომელიც უნდა გადადგათ იქამდე. მაგალითად, თუ გსურთ სირბილის დაწყება, მოქმედებები შემდეგი იქნება: იყიდეთ სპორტული ტანსაცმელი, დაგეგმეთ მარშრუტი თქვენს სახლთან ახლოს, შეადგინეთ სირბილის განრიგი.
დაბრკოლებების იდენტიფიცირება
ჩამოწერეთ ზუსტად რა გიშლით ხელს ამ სამი ნაბიჯის გადადგმაში, გამოიყენეთ შაბლონები „მჭირდება...სანამ შევძლებ...“ ან „არ შემიძლია...ჯერ...“ . მაგალითად: "სანამ სირბილს შევძლებ, ფეხსაცმელი მჭირდება; ვერ დავიწყებ სირბილს მანამ, სანამ დრო არ მექნება ამისთვის" და სხვა.
გადააქციეთ დაბრკოლებები შესაძლებლობებად
ეს არის აცილების ციკლის გარღვევის გასაღები. თქვენ უნდა შეცვალოთ ყველაფერი ისე, რომ თქვენი უმოქმედობის მიზეზი გახდეს შესაძლებლობა. ეს ასე გამოიყურება: "ყველაფერი რაც მჭირდება არის... და შემიძლია დავიწყო.." . მაგალითად: „ყველაფერი რაც მჭირდება არის ის, რომ ვიყიდო სარბენი ფეხსაცმელი და დღესვე შემიძლია სირბილის დაწყება“.
შესაძლებლობების ძალა აჩვენებს, თუ როგორ უნდა გადადგათ პირველი ნაბიჯი. არ არის აუცილებელი გქონდეთ დეტალური გეგმა მოქმედებისთვის, უბრალოდ უნდა დაიწყოთ წინსვლა. პირველი დაბრკოლება, როგორც წესი, ილუზიაა და როგორც კი ამ საკითხს შეუდგებით, მიხვდებით, რა უნდა გააკეთოთ შემდეგ.
„არავის ვენდობი და არაფერს ველოდები“: როგორ ვებრძოლოთ ნეგატიურ აზროვნებას
რა უნდა გააკეთოთ, თუ საკუთარ თავს ვერ ერევით
თუ რამდენჯერმე სცადეთ უშედეგოდ, ან თუ თავიდან აცილების მანკიერი ციკლი გიქმნით შფოთვას და დეპრესიას, შეგიძლიათ მიმართოთ ფსიქოლოგს. შესაძლოა მიზეზი ფსიქიკური და ემოციური მდგომარეობის თავისებურებებს უკავშირდება, რაც ნიშნავს, რომ საჭიროა პროფესიონალის დახმარება. ის გაარკვევს, რატომ მიმართავთ თავიდან აცილების დაძლევის სტრატეგიებს და იპოვის უკეთეს გზებს, რათა ეფექტურად გაუმკლავდეთ პრობლემებს და უპასუხოთ სტრესის წყაროებს.