„არავის ვენდობი და არაფერს ველოდები“: როგორ ვებრძოლოთ ნეგატიურ აზროვნებას - rogor.ge

„არავის ვენდობი და არაფერს ველოდები“: როგორ ვებრძოლოთ ნეგატიურ აზროვნებას

ისწავლეთ უარყოფითი აზრების შემჩნევა

ამისათვის თქვენ უნდა გაარკვიოთ, რომელ სიტყვებს იმეორებთ ყველაზე ხშირად: ”მე არ ვარ საკმარისად ჭკვიანი, ასე რომ არაფერი გამომდის”, ”მე არ შემიძლია წონაში დაკლება, რადგან არ მაქვს ნებისყოფა”, ”დღეს 13-ია, რაც ნიშნავს, რომ რაღაც ცუდი მოხდება.” თუ ვერ ამჩნევთ ასეთ ფრაზებს თქვენს მეტყველებაში ან ფიქრებში, მაშინ სთხოვეთ თქვენს ახლობლებს დახმარება - მათ ალბათ გაიგეს ეს თქვენგან.

ფურცელზე ჩამოწერეთ ფრაზები და სიტუაციები, როდესაც ასეთი აზრები ჩნდება. მაგალითად, როდესაც შორდებით საყვარელ ადამიანს, ან არ დაგაწინაურებენ სამსახურში. დროა თავი დაანებოთ საკუთარი თავის დამცირების ჩვევას და გაიაზროთ, რომ ყველაფერი კარგადაა. ან, მაგალითად, თქვენ ვერ მიუსწარით ავტობუსს, შემდეგზე საცობში მოხვდით და, შესაბამისად, აგვიანებთ მნიშვნელოვან შეხვედრაზე. რას აკეთებთ ასეთ სიტუაციაში? იწყებთ გაბრაზებას და საკუთარი თავის დადანაშაულებას? უმჯობესია გაკვეთილის სწავლა და აზრების პოზიტიური მიმართულებით წარმართვა. რადგან ნეგატიური აზროვნებით არაფერი შეიცვლება, გარდა საკუთარი თავის დამძიმებისა.

როგორ ვუშველოთ დეპრესიას დილის რუტინით

დაისახეთ მიზანი უკეთესობისკენ

მაგალითად, წარმოიდგინეთ სიტუაცია, რომ გაქვთ პრეზენტაცია, იმის ნაცვლად, რომ წარმოიდგინოთ ნეგატიური პროცესი, სადაც გუნდის წევრებს ექნებათ უკმაყოფილო სახეები, შეცვალეთ ვექტორი და იფიქრეთ, რომ ყველაფერს გააკეთებთ უშეცდომოდ, თუმცა შეცდომის დაშვების უფლებაც ყველას აქვს. წარმოიდგინეთ თქვენი ღიმილი, თავდაჯერებული ხმა და ის, თუ როგორ ამოისუნთქებთ კმაყოფილებით საუბრის ბოლოს. ივარჯიშეთ 3-5-ჯერ: წარმოიდგინეთ, როგორ გიკრავთ ტაშს აუდიტორია მოწონების ნიშნად და შემდეგ როგორ გაიღიმებით.

არ ითამაშოთ მომჩივანის როლი

თუ ხშირად გიჩივიან და თანაგრძნობას გამოხატავთ, დაფიქრდით, რამდენად კმაყოფილი ხართ ამ როლით? როგორც კი შეწყვეტთ ასეთ როლში ყოფნას, ცხოვრებაში გამოჩნდებიან საინტერესო და წარმატებული ადამიანები. შეეცადეთ უფრო ხშირად შეხვდეთ მათ, ვინც ენერგიით გმუხტავთ. მოემზადეთ იმაზე სასაუბროდ, თუ რა იცვლება თქვენს ცხოვრებაში უკეთესობისკენ.

როგორ იპოვო შინაგანი სიმშვიდე

ეძებეთ მიზეზები, რომ იყოთ მადლიერი

შეეცადეთ მადლობა გადაუხადოთ მათ, ვინც დაგეხმარათ რთული პრობლემების გადაჭრაში. ჩაწერეთ დღის განმავლობაში მომხდარი კარგი მომენტები თქვენს დღიურში. ჩართეთ სასიამოვნო მუსიკა, რომელიც დადებით განწყობაზე დაგაყენებთ. ყოველდღე შეაგროვეთ პლიუსები - მინიმუმ სამი (და შესაძლოა მეტი) სასიამოვნო და კარგი მოვლენა, რაც გადაგხდათ თავს. პირველ დღეს უცნაურად იგრძნობთ თავს, მაგრამ შემდეგ გაგიადვილდებათ კონსტრუქციულ განწყობაზე ყოფნა.

რა არის მწუხარების მახე და როგორ გვიშლის ხელს სრულფასოვანი ცხოვრებისთვის