როგორ ვუშველოთ დეპრესიას დილის რუტინით - rogor.ge

როგორ ვუშველოთ დეპრესიას დილის რუტინით

რატომ შეიძლება იყოს დილა დღის ყველაზე რთული მონაკვეთი დეპრესიის დროს

დილაობით ნებისმიერმა ადამიანმა შეიძლება განიცადოს ენერგიის ნაკლებობა, მაგრამ დეპრესიის დროს მეტად რთულდება ენერგიისა და მოტივაციის პოვნა. ეს სიმპტომები შეიძლება განსაკუთრებით ძლიერი იყოს დილით, ისეთი ფაქტორების გამო, როგორიცაა:

ცუდი ძილი - ძილის დარღვევა, შეიძლება იყოს დეპრესიის სიმპტომი;

ზამთრის პერიოდი - დეპრესიის მქონე ზოგიერთ ადამიანს აქვს სეზონური ემოციური აშლილობა. მაიოს კლინიკის თანახმად, ეს ხდება მაშინ, როდესაც დეპრესია სეზონის ცვლილებიდან გამომდინარეობს. ჩვეულებრივ სიმპტომები უარესდება ზამთარში, როდესაც დღის სინათლე ნაკლებია. ზამთარში მზის შემცირებულმა შუქმა შეიძლება დაარღვიოს სხეულის ბიოლოგიური საათი და გააუარესოს დეპრესიის სიმპტომები, მათ შორის, ენერგიის ნაკლებობა

როგორ შეიძლება დილის რუტინა დაგეხმაროთ დეპრესიის მართვაში

დილის რუტინას შეიძლება ჰქონდეს უამრავი სარგებელი დეპრესიის მქონე ადამიანებისთვის. დილის რეჟიმის ჩამოყალიბება ნიშნავს, რომ ნაკლებად უნდა დაიძაბოთ იმის შესახებ, თუ როგორ დაიწყოთ დღე. ხშირ შემთხვევაში, თუ წინასწარ არ დაგიგეგმავთ, მაშინ აუცილებელი ხდება დილით სწრაფად მიიღოთ გადაწყვეტილება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სტრესი. გადაწყვეტილების მიღება ხშირად სტრესის მნიშვნელოვანი წყაროა დეპრესიისა და მასთან დაკავშირებული აშლილობების მქონე ადამიანებისთვის. ეს იმიტომ ხდება, რომ დეპრესიამ შეიძლება ხელი შეუშალოს ადამიანებს ოპტიმალური გადაწყვეტილებების მიღების უნარს, ხოლო დილის განრიგის წინასწარ მოფიქრება და კონტროლი დაგეხმარებათ იყოთ პროდუქტიული. თუ შეძლებთ დილით კარგად დაწყებას, ამან შეიძლება მართლაც დიდი გავლენა მოახდინოს იმ განცდაზე, რომ თქვენ შეგიძლიათ შეასრულოთ ყველაფერი, რაც გჭირდებათ მთელი დღის განმავლობაში. ზოგადად, დილით განწყობას შეუძლია მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს იმაზე, თუ როგორ გრძნობთ თავს დანარჩენი დღის განმავლობაში. განაგრძეთ კითხვა