„როდის დაიკლებ წონაში?“: როგორ გაუმკლავდეთ თქვენი სხეულის კრიტიკას
იბრძოლეთ - არ მოისმინოთ უსიამოვნო რეპლიკები ჩუმად. მიუჩინეთ თანამოსაუბრეს თავისი ადგილი მკაფიოდ და თავდაჯერებულად. უნივერსალური დევიზი, რომელიც ბევრ სიტუაციაში დაგეხმარებათ: „ჩემი სხეული ჩემი საქმეა“.
როგორ მოქმედებს ადამიანზე მუდმივი კრიტიკა - რა უნდა გააკეთოთ, თუ ვინმე ნეგატიურ ანერგიას გიგზავნით
ისწავლეთ საკუთარი თავის სიყვარული და მიღება. ამისათვის გაითვალისწინეთ ნაკლოვანებები (ის, რასაც თქვენ ასეთად თვლით) უპირატესობებთან ერთად. რაც უფრო ხშირად ჩაატარებთ ასეთ ანალიზს, მით მეტ უპირატესობას და ნაკლებ მინუსს შეამჩნევთ საკუთარ თავში.
ეძებეთ მხარდაჭერა - ახლო ადამიანების წრეს მოაქვს სიმსუბუქის, სიხარულისა და თავდაჯერებულობის განცდა.
გამორიცხეთ ტოქსიკური ადამიანები თქვენი ცხოვრებიდან. თუ შეუძლებელია კონტაქტების შეწყვეტა, მინიმუმამდე დაიყვანეთ კომუნიკაცია.
უფრო ხშირად გაიღიმეთ და მეტი იხუმრეთ - კარგი განწყობა და საკუთარი თავის სიყვარული გადაარჩენს სამყაროს.