როცა შვილი თქვენი ყოველდღიური ცხოვრებიდან მიდის: როგორ გაუმკლავდეთ "დაცარიელებული ბუდის სინდრომს"
არ უარყოთ თქვენი გრძნობები. ბევრად უფრო სწრაფად დაძლევთ სევდას, თუ საკუთარ თავს დარდის უფლებას მისცემთ. ესაუბრეთ ნაცნობ ადამიანებს, რომლებმაც გაიარეს მსგავსი სიტუაცია. ისინი დაგეხმარებიან თავს ნაკლებად მარტოსულად გრძნობდეთ, რადგან შეუძლიათ გაიგონ, ზუსტად რა გიჭირთ.
აღიარეთ, რომ თქვენი, როგორც მშობლის როლი მხოლოდ შეიცვალა და არაფერი დასრულებულა. თუ ხედავთ, რომ თქვენი შვილები წავიდნენ თქვენი ყოველდღიური ცხოვრებიდან, თქვენ თავს ბევრად უარესად იგრძნობთ, ვიდრე თუ თქვენ შეხედავთ ამ ყველაფერს, როგორც შესაძლებლობას, გააცოცხლოთ თქვენი ზოგიერთი ინტერესი. გახსოვდეთ, რომ მიუხედავად იმისა, თქვენი შვილები დამოუკიდებლად არიან, მათ მაინც დასჭირდებათ თქვენი დახმარება დროდადრო.
ფოკუსირდით ცხოვრების ახალი ეტაპის დადებით ასპექტებზე. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება მოწყენილი იყოთ, შეეცადეთ გააცნობიეროთ, რომ მართლაც დიდი ცვლილებები ხდება და ახლა გაქვთ შესაძლებლობა, მიჰყვეთ თქვენს ოცნებებს და მიაღწიოთ მიზნებს, რომლებზეც აქამდე არასოდეს ფიქრობდით: მეტი დრო გაატარეთ პარტნიორთან, გაიცანით ახალი ადამიანები. თუ მარტოხელა ხართ, მეტი ფული დახარჯეთ იმაში, რაც მოგწონთ.
5 ჰობი სულიერად ახალგაზრდა პენსიონერებისთვის - როგორ აარჩიოთ თქვენთვის შესაფერისი
დაკავდით ახალი გატაცებით. ახლა, როცა სახლში მარტო ხართ, თქვენი შვილების გარეშე, გაცილებით მეტი თავისუფალი დრო გაქვთ, ვიდრე წარსულში. მოძებნეთ ის, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ, რაც დაგეხმარებათ თქვენი დროის შევსებასა და ასევე სასიამოვნოდ გატარებაში. შეუერთდით თუნდაც წიგნის კლუბს, ან დაიწყეთ ბლოგის წერა, დაკავდით ფოტოგრაფიით.
როგორ იპოვოთ ჰობი, რომლითაც შეძლებთ ფულის გამომუშავებას - 6 იდეა
გახდით მოხალისე. მოხალისეობა შესანიშნავი გზაა თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი სიახლის შემოსატანად, რაც დაგეხმარებათ უკეთ იგრძნოთ თავი. თქვენ ასევე შეხვდებით თანამოაზრე ადამიანებს, რომლებიც იზიარებენ თქვენს ღირებულებებს, აუმჯობესებენ საზოგადოებას და გარშემომყოფთა ცხოვრებას. თუ მოგწონთ ცხოველები, იფიქრეთ შინაური ცხოველების შვილად აყვანაზე ან აღზრდაზე. ეს დაგაბრუნებთ მზრუნველის როლში და ასევე, თქვენს სახლს ოდნავ გამოაცოცხლებს.
დაესწარით გაკვეთილებს ან ლექციებს, რომლებიც დაგაინტერესებთ. თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, თავიდან დაიწყოთ სწავლა. შეგიძლიათ შეამოწმოთ ადგილობრივი ბიბლიოთეკები ან მუზეუმები, რომლებიც ხშირად მასპინძლობენ საჯარო ლექციებს. შეიძლება განიხილოთ ახალი კარიერის დაწყება.
ხელახლა დაუკავშირდით მეგობრებს და ოჯახის წევრებს. როდესაც თქვენი ყურადღება ბავშვებზეა გადატანილი, სხვებთან ურთერთობები უკანა პლანზე იწევს. დაუკავშირდით თქვენს ძველ მეგობრებს და გამოთქვით სურვილი შეკრების, ეს დაგეხმარებათ კავშირების აღდგენაში. თუ თქვენი მშობლები ჯერ კიდევ თქვენს ცხოვრებაში არიან, ახლა შეგიძლიათ მათთან ახლებურად ურთიერთობა, რადგან მათ ეს უკვე გაიარეს თქვენთან ერთად. მათთან გამოცდილების შესახებ საუბარი დაგეხმარებათ ამ ყველაფრის ახლებურად გაგებასა და თქვენთან დაახლოებაში.