5 ჰობი სულიერად ახალგაზრდა პენსიონერებისთვის - როგორ აარჩიოთ თქვენთვის შესაფერისი
სირბილი/სწრაფი სიარული
ბევრ ადამიანს აქვს მცდარი წარმოდგენა, რომ ისინი ძალიან მოხუცები არიან იმისთვის, რომ სათანდოდ დაიტვირთონ აქტივობებით. თუ ენერგიული ხართ და თავს ფიზიკურად აქტიურად თვლით, სირბილი/სიარული შეიძლება იყოს თქვენთვის ოპტიმალური ჰობი.
ველოსიპედი
შესაძლოა ყოველთვის გინდოდათ ველოსიპედი, მაგრამ არ გქონდათ სათანადო შემოსავალი ან დრო სატარებლად. დიდი შანსია ახლა აისრულოთ ოცნება. ეს დიდ სარგებელს მოგიტანთ. იმის გამო, რომ ველოსიპედის ტარება მოითხოვს ძალასა და წონასწორობას, ისევე როგორც სწრაფ რეფლექსებს, მას შეუძლია მოტივაცია მოგცეთ, რომ უკეთ იზრუნოთ საკუთარ თავზე.
ბლოგინგი
თუ თავს კრეატიულ ადამიანად თვლით, გიყვართ ისტორიების წერა ან თხრობა, ან ახალი ტექნოლოგიური უნარების ათვისება, ბლოგინგით შეიძლება სასიამოვნოდ გაატაროთ დრო.
თხილამურებით სრიალი
თუ აქტიური ხართ, გსიამოვნებთ დროის გატარება გარეთ და გირჩევნიათ ეს სიცივეში, განიხილეთ თხილამურებით სრიალი. შეგიძლიათ მაქსიმალურად გამოიყენოთ ზამთრის ამინდები ამისთვის.
სწავლა
არასდროსაა გვიანი ახალი უნარების ასათვისებლად ან ენის შესასწავლად. თუ ცნობისმოყვარე ხართ, ამ ასაკშიც შეგიძლიათ თქვენთვის მნიშვნელოვან სიახლეებს გაეცნოთ. თუ პენსიაზე გასვლისას აპირებთ მოგზაურობას, იფიქრეთ იმ ქვეყნის ან ქვეყნების ენის სწავლაზე, რომელთა მონახულებასაც აპირებთ.
პენსიაზე გასვლა არ არის დრო, რომ შეანელოთ თქვენი ცხოვრების რიტმი. პირიქით, ეს არის შესანიშნავი დრო თქვენთვის, რომ მიიღოთ რაიმე ახალი, ხელახლა განსაზღვროთ თქვენი ვინაობა და ისიამოვნოთ პროდუქტიულობის ახალი გზებით.
წყარო: extramile.thehartford.com