5 რჩევა, რომელიც დაგეხმარებათ შინაგანი შეზღუდვების დაძლევაში
აკონტროლეთ თქვენი მეტყველება
პირველი გამაფრთხილებელი ნიშანი, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ თქვენ გაქვთ რაიმე სახის შიდა ბარიერები, შეიძლება იყოს თქვენი საუბარი. დიდია ალბათობა იმისა, რომ თქვენ ხშირად იმეორებთ ფრაზებს, როგორიცაა "ეს შეუძლებელია" ან "მე ვერ მივაღწევ". როდესაც რაღაც საკითხში შიშს ან გაურკვევლობას გრძნობთ, ეს მიუთითებს იმაზე, რომ არის რაღაცები, რაც გაწუხებთ და ხელს გიშლით. ეცადეთ ამას თავად მიაქციოთ ყურადღება ან იპოვოთ ვინმე, ვინც გულწრფელად გეტყვით ამის შესახებ.
12 მარტივი იდეა, რომ 2024 წელი გაცილებით უკეთესი გახადოთ თქვენთვის
გადალახეთ დაბრკოლებები, რომლებიც ხელს გიშლით წინსვლაში
გრძნობთ, რომ რაღაც ეტაპზე ხართ გაჩერებული? იქნებ არის რაღაც თქვენს წარსულში, რომელიც არ გაძლევთ საშუალებას იცხოვროთ მშვიდად? ან რაიმეზე ძალიან ემოციურად რეაგირებთ? თქვენ უნდა ჩაუღრმავდეთ საკუთარ თავს, გაიგოთ რა გაწუხებთ, რამ გამოიწვია შიდა ბარიერების აღმართვა. დაისახეთ მიღწევადი მიზნები და არა არარეალური. ეცადეთ, რომ სხვა ადამიანების ინტერესებზე წინ თქვენი ინტერესები დააყენოთ.
შეწყვიტეთ დეჭვება
თქვენი შინაგანი ბარიერები შესაძლოა ადრეულ ბავშვობაში ჩამოყალიბდა. ისინი მყარად დამკვიდრდა თქვენს ცნობიერებაში დროთა განმავლობაში და მისი აღმოფხვრა რთულია. როგორც კი აღმოაჩენთ ასეთ ბარიერებს, შეეცადეთ გაუმკლავდეთ მათ. შეწყვიტეთ დაეჭვება, დაისვენეთ მუდმივი გაურკვევლობისგან, შეწყვიტეთ საკუთარი თავის კუთხეში მიმწყვდევა. როდესაც თავს აყენებთ უცხო ადამიანის პოზიციაში, თქვენი ტვინი იწყებს მუშაობას და არსებული პრობლემის შესაძლო გადაწყვეტის ძიებას, აღარ არის შეზღუდული რაიმე ცრურწმენებით.
დაისახეთ ამბიციური მიზნები
მაგალითად, თქვენ დაისახეთ მიზანი, რომლის მიღწევაც გსურთ. მას შემდეგ რაც დასახავთ ყველა საფეხურს იქამდე მისასვლელად, დიასახეთ კიდევ უფრო ამბიციური მიზანი მის ზემოთ. ფსიქოლოგების აზრით, ასეთი ხრიკი დაგეხმარებათ სწორი მიმართულებით წინსვლაში. შედეგად თავს გამოიყვანთ კომფორტის ზონიდან. თქვენ მაშინვე ვერ მიაღწევთ იმას, რაც გსურთ, მაგრამ ბევრს იმუშავებთ, რათა მიუახლოვდეთ შედეგს. რაც უფრო მეტს იმუშავებთ, მით უფრო დარწმუნებული იქნებით საკუთარ თავში.
დაივიწყეთ "ავტოპილოტი"
ყველა ეს შიდა ბარიერი გაქცევთ ზომბად. თითქოს ავტოპილოტის რეჟიმში იმყოფებით, რასაც თქვენზე მანიპულირების საშუალება აქვს. როცა ამის გაცნობიერებას იწყებთ და საზღვრებს ხსნით, შინაგანად განთავისუფლდებით.