როგორ მოიხსნათ ქრონიკული თავის ტკივილი მედიკამენტების გარეშე - rogor.ge

როგორ მოიხსნათ ქრონიკული თავის ტკივილი მედიკამენტების გარეშე

წყალი

საკმარისი რაოდენობის წყლის დალევა დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ თავის ტკივილი ან შეამციროთ მათი სიმძიმე. დეჰიდრატაცია შეიძლება იყოს თავის ტკივილის მთავარი მიზეზი.

ცივი და ცხელი შხაპის სარგებელი - როგორ აიცილოთ თავიდან 10 დაავადება

ცივი კომპრესა

ყინულის პაკეტის ან სხვა ცივი საგნის თავზე ან კისერზე დადება დაგეხმარებათ სისხლძარღვების შეკუმშვასა და ამ მიდამოში ანთების შემცირებაში. ამან შეიძლება თავის ტკივილი დროებით შეგიმსუბუქოთ. კვლევებმა აჩვენა, რომ ცივი კომპრესას კისერზე 30 წუთის განმავლობაში დადება მნიშვნელოვნად ამცირებს ტკივილს შაკიკის მქონე ადამიანებში.

მცენარეული ჩაი

კვლევებმა აჩვენა, რომ ჯანჯაფილის ფხვნილი ამცირებს შაკიკს. ჩვეულებრივი ჩაი და ჯანჯაფილის ფხვნილი დაგეხმარებათ სიმპტომების მართვაში. ასევე, ამაში დაგეხმარებათ სხვა პოტენციურად დამამშვიდებელი ჩაიც, როგორიცაა პიტნა, გვირილა და ლავანდა.

როგორ გაიხსნათ გაჭედილი ცხვირი მედიკამენტების გარეშე - 5 გზა

შეამოწმეთ საკვების "შეუწყნარებლობა"

ზოგჯერ კონკრეტულმა საკვებმა შეიძლება გამოიწვიოს თავის ტკივილი. თუ რამდენჯერმე მაინც მოხდა ასე, სასარგებლო იქნება დღიურის წარმოება, სადაც ჩამოწერთ საკვებს, რომლებსაც ყოველდღიურად მიირთმევთ. ეს თავიდან აგარიდებთ თავის ტკივილს.

თავის მასაჟი

მასაჟი ხელს უწყობს დაძაბულობის მოხსნას და თავის ტკივილის შემცირებას. ბევრი ადამიანი ამას ინსტინქტურად აკეთებს სტრესის დროს. ასევე, შეგიძლიათ შეიზილოთ წარბებს შორის და თავის ქალას ძირში. მნიშვნელოვანია ისიც, რომ E ვიტამინს შეუძლია მოგიხსნათ თავის ტკივილი და შაკიკის სიმპტომები, გეხმარებათ ჰორმონალური ბალანსის შენარჩუნებაში.

როგორ ვუმკურნალოთ შაკიკს?