როგორ ვუმკურნალოთ შაკიკს? - rogor.ge

როგორ ვუმკურნალოთ შაკიკს?

ბევრი ფიქრობს, რომ მისი განკურნება შეუძლებელია, თუმცა არსებობს გარკვეული მეთოდები, რომლებიც საგრძნობლად დაგეხმარებათ მდგომარეობის შემსუბუქებაში.

მედიკამენტები

თქვენი სამედიცინო ისტორიის განხილვისა და დიაგნოზის დადგენის შემდეგ, ექიმი გირჩევთ, როგორ დაიწყოთ მკურნალობა ურეცეპტოდ, ან რეცეპტით გაცემული მედიკამენტების მიღებით. შაკიკის ტკივილის შესუსტებისთვის, ექიმები ხშირად უნიშნავენ პროაქტიულ მედიკამენტებს, რათა თავიდან აიცილონ შაკიკის გაძლიერება. ისინი ხშირად ეფექტურია და პრევენცია საუკეთესოა შაკიკის სამკურნალოდ, თუმცა ამ პრეპარატებსაც აქვთ გვერდითი ეფექტები. ამიტომ, მისი თვითნებურად დალევა არ არის კარგი იდეა.

არსებობს ტკივილგამაყუჩებლები, რომლებიც დაგეხმარებათ გაუმკლავდეთ შაკიკს. მაგალითად „ადვილი“, "ტემპალგინი" ან „ნიმესილი“. ისინი ეფექტურია, როდესაც დაუყოვნებლივ იღებთ შაკიკის ტკივილის შეგრძნების გაჩენისთანავე. ძლიერი ტკივილის შემთხვევაში საჭიროა ძლიერი ტკივილგამაყუჩებლები, მაგალითად "დექსალგინი" ან "მიგრალგინი". ამგვარი მედიკამენტებიდან ყველაზე უსაფრთხოა ტრიპტანები, რომლებიც საკმაოდ სწრაფად თრგუნავს შაკიკის სიმპტომებს. თუმცა ყველა ტკივილგამაყუჩებელს, მათ შორის არასტეროიდულ საშუალებებს, ხშირად მიღების შემთხვევაში, აქვთ პოტენციურად სერიოზული და მავნე გვერდითი მოვლენები.

ცხოვრების წესის შეცვლა

მედიკამენტების გვერდითი ეფექტების გათვალისწინებით, ყველაზე კარგი სამკურნალო საშუალებაა ცხოვრების წესის ცვლილება, რაც შესაძლოა შაკიკის მკურნალობის საუკეთესო გზა აღმოჩნდეს. აწარმოეთ "შაკიკის დღიური". აიღეთ რვეული, რომელშიც ჩაწერთ რას აკეთებდით წინა დღეს, სანამ ტკივილი დაგეწყებოდათ. შაკიკის გავრცელებულ მიზეზებს შორისაა: აკლოჰოლის მიღება (განსაკუთრებით საღამოს საათებში), სტრესი და ნერვიულობა, იმ ადგილას დიდხანს ყოფნა, სადაც სიგარეტს ეწევიან და ა.შ. ტრიგერზე დაკვირვება დაგეხმარებათ თავიდან აირიდოთ მორიგი შეტევები.

ბევრი შაკიკით დაავადებული ამტკიცებს, რომ შაკიკი გამოწვეულია გარკვეული ქიმიური ნივთიერებების მიღებით და ამ ნივთიერებების მიუღებლობის შემდეგ, შაკიკი აღარ შეაწუხებთ. გამომწვევები მიზეზები პოტენციურად მერყეობს სიგარეტის კვამლიდან სალამიდამდე. ესაუბრეთ თქვენს ექიმს იმის შესახებ, თუ რა შეიძლება იყოს შაკიკის გამომწვევი მიზეზი.

სრულფასოვანი ძილი შაკიკის ერთ-ერთი პრევენციაა. შაკიკის დროს მჭიდროდ გაიკარით შუბლი, ჩააბნელეთ ოთახი და შეეცადეთ დაიძინოთ.

დეჰიდრატაცია

არის შაკიკის საეჭვო გამომწვევი მიზეზი, რაც იმას ნიშნავს, რომ ალკოჰოლის მოხმარებამ და ნატრიუმის მაღალი შემცველობის დიეტამ შეიძლება ხელი შეუწყოს შაკიკის გაძლიერებას. როგორც კი იგრძნობთ შაკიკის ნიშნებს, დალიეთ ბევრი წყალი. ასევე, ვარაუდობენ, რომ არასწორმა კვების რეჟიმმა შეიძლება გამოიწვიოს შაკიკი.

ვარჯიში

კვლევებმა აჩვენა, რომ რეგულარულ ვარჯიშს შეუძლია შეამციროს შაკიკის სიხშირე.

ამ რჩევების გათვალისწინებისა და ექიმთან კონსულტაციის შემდეგ, შეძლებთ შეიმუშაოთ საუკეთესო მეთოდები შაკიკის სამკურნალოდ.

ევა რუაძე