როგორ და რა პერიოდში უნდა იკვებოთ წონის დასაკლებად - ექსპერტების რჩევები
უნდა ისაუზმოთ გაღვიძებიდან ერთი ან ორი საათის განმავლობაში. უმჯობესია სადილი 15:00 საათამდე მოასწროთ.
ფიტნეს გურუ გვირჩევს, თუ როგორ დავიკლოთ წონა ახალ წლამდე 6 მარტივი გზით
მეორე საუზმე ან შუადღის საუზმე უნდა მიირთვათ საუზმიდან ან ლანჩიდან დაახლოებით 2-4 საათის შემდეგ. თუმცა მხოლოდ მაშინ უნდა მიირთვათ, როცა ნამდვილად გშივდებათ და პორცია უნდა იყოს მცირე, რათა "ადგილი" დაგრჩეთ ძირითადი კერძებისთვის.
ვახშმის ოპტიმალური დრო 17-დან 19 საათამდეა, მაგრამ თუ გვიან დაიძინებთ, ვახშამმა შეიძლება გადაიწიოს. ვინაიდან საჭმლის მონელებას ჩვეულებრივ სამი საათი სჭირდება, სწორედ ამ დროს უნდა მიირთვათ ბოლო საკვები ძილის წინ.
როგორ უნდა მოიქცეთ საღამოს, რომ სწრაფად დაიკლოთ წონა: 9 წესი
კვების დრო მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის სამუშაოს საათებზე, ცირკადულ რიტმზე, ფიზიკურ აქტივობასა და ინდივიდუალურ ჩვევებზე. თუმცა გახსოვდეთ, უნდა იკვებოთ ისე, რომ შუალედი არ უნდა იყოს 3 საათზე ნაკლები და არა უმეტეს 5 საათი.
აღსანიშნავია ისიც, რომ გარდა რეგულარულობისა, თანაბრად მნიშვნელოვანია ჯანსაღი, დაბალანსებული კვება, რომელიც მდიდარია ნუტრიენტებით და თავიდან აიცილეთ დამუშავებული საკვები, რომელიც შეიცავს შაქარსა და ცხიმს.