როგორ უნდა მოიქცეთ საღამოს, რომ სწრაფად დაიკლოთ წონა: 9 წესი - rogor.ge

როგორ უნდა მოიქცეთ საღამოს, რომ სწრაფად დაიკლოთ წონა: 9 წესი

საღამოს დაიტვირთეთ

ადამიანები ხშირად ჭამენ საღამოს, რადგან მოწყენილები არიან. გააკეთეთ რაიმე ძილის წინ. შეგიძლიათ გაისეირნოთ, იკთხოთ, დღიური წეროთ, ან ისაუბროთ მეგობართან. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი ჰობი - ქსოვა, ხატვა. ეს მშვენიერი გზაა იმისათვის, რომ აღარ იფიქროთ საკვებზე, როცა მოწყენილი ხართ.

დაიძინეთ განსაზღვრულ დროს

თუ წონის დაკლება გსურთ, საკმარისი ძილი გჭირდებათ. განსაზღვრეთ მკაფიო განრიგი და მიჰყევით მას, რომ საკმარისად გეძინოთ. დროულად დაძინება დაგეხმარებათ აღარ იფიქროთ საკვებზე.

საღამოობით ივარჯიშეთ

საღამოს ფიზიკური აქტივობა შეიძლება ძალიან სასარგებლო იყოს. თუმცა გაითვალისწინეთ: არ ივარჯიშოთ ძილის წინ და არ დაკავდეთ ინტენსიური სპორტით - ამან შეიძლება გააუარესოს თქვენი ძილის ხარისხი. ეცადეთ, დაძინებამდე ორი საათით ადრე ივარჯიშოთ.

არ ჭამოთ ძილის წინ

თუ საკვებს იღებთ ძილის წინ, ეს მნიშვნელოვნად შეამცირებს წონის დაკლების შანსებს. ამან შეიძლება ძილის პროცესშიც ხელი შეგიშალოთ. შეეცადეთ არ შეხვიდეთ სამზარეულოში ძილის წინ ორი საათით ადრე.

მოამზადეთ ლანჩბოქსი

იმის ნაცვლად, რომ ლანჩის დროს კაფეში ან კაფეტერიაში საჭმელად წახვიდეთ, დაზოგეთ ფული და მოამზადეთ ლანჩბოქსი წინა ღამით. გარეთ ჭამის დროს ხშირად მეტ კალორიებს იღებთ.

დაიცავით გრაფიკი

თუ საღამოს ჭარბად იკვებებით, ეს შეიძლება იმის გამო იყოს, რომ დღის განმავლობაში საკმარისად არ ჭამეთ. ამიტომ იკვებეთ რეგულარულად. ამ გზით, თქვენი სხეული დაიმახსოვრებს, როდის უნდა ელოდოს საკვებს. ლანჩსა და ვახშამს შორის ჭამა კარგია, მაგრამ ეცადეთ არ გადააჭარბოთ.

გამორთეთ ტელევიზორი

სადილის დროს შეიძლება ისიამოვნოთ ტელევიზორის ყურებით. მაგრამ ასეთი კვება არ იქნება კარგი თქვენთვის. ფოკუსირდით იმაზე, თუ რას ჭამთ და თავიდან აიცილეთ ზედმეტი ჭამა. ტელევიზორი გიფანტავთ ყურადღებას.

მოიხსენით სტრესი

სტრესი იწვევს წონის მატებას. შეეცადეთ გამონახოთ დრო დასვენებისთვის საღამოს. ღრმა სუნთქვის ტექნიკა და გონების მედიტაცია დასვენების შესანიშნავი საშუალებაა. სტრესის დონის შემცირებამ ასევე შეიძლება კარგი გავლენა მოახდინოს თქვენი ძილის ხარისხსა და ხანგრძლივობაზე.

გამორთეთ სინათლე

სრულიად ბნელ ოთახში ძილი კიდევ ერთი ჩვევაა, რომელიც თქვენს სიას უნდა დაემატოს. ის გეხმარებათ უკეთ დაიძინოთ. თუ ცდილობთ წონაში დაკლებას და ჯანმრთელობის გაუმჯობესებას, ჩამოაფარეთ ფარდები, დაძინებამდე 30 წუთით ადრე მაინც მოიშორეთ ტელეფონი და ლეპტოპი. ძილის ნიღაბი ასევე დაგეხმარებათ.

ფიტნეს გურუ გვირჩევს, თუ როგორ დავიკლოთ წონა ახალ წლამდე 6 მარტივი გზით

როგორ მიხვდეთ, რომ კვების დარღვევა გაქვთ: 5 "განგაშის ზარი"

6 პროდუქტი თითქმის ნული კალორიის შემცველობით - როგორ იკვებოთ თუ წონაში დაკლება გინდათ

9 პროდუქტი, რომელიც შეგიძლიათ ყოველდღე მიირთვათ და არ მოიმატოთ წონაში