როგორ მოამზადოთ 3 უჩვეულო კერძი წითელი ხიზილალით - იდეები საახალწლო სუფრისთვის - rogor.ge

როგორ მოამზადოთ 3 უჩვეულო კერძი წითელი ხიზილალით - იდეები საახალწლო სუფრისთვის

ჭარხლის კონვერტები

1-1703660788.jpg

ერთი გამომცხვარი ჭარხალი დაჭერით თხლად რგოლებად, შემდეგ ყოველი რგოლი გაჭერით შუაზე.

მოამზადეთ შიგთავსი:

შეურიეთ 100 გ. ნაღების ყველი 1 ჩაის კოვზ ხაჭოს. შიგთავსი მოათავსეთ წრის ნახევარზე, დააფარეთ მეორე ნახევარი. ზემოდან მოათავსეთ ბევრი წითელი ხიზილალა. ეს კერძი გამოდგება, თუ ზედმეტად დამარილებული ხიზილალა იყიდეთ - ჭარხალი ანაზღაურებს ჭარბ მარილიანობას.

ბლინები ხიზილალით

უბრალოდ მოამზადეთ ბლინები, მაგრამ ძალიან პატარა ზომის. ზემოდან დაადეთ ხიზილალა და გააფორმეთ მწვანილით. ტრადიციული გემო და უჩვეულო პრეზენტაცია.

როგორ გამოვაცხოთ უნაკლო თხელი ბლინები

კვერცხები ხიზილალათი

3-1703661080.jpg

მოხარშეთ 3 კვერცხი. გაჭერით შუაზე. გულები ამოიღეთ, შეურიეთ 75 გ. ნაღების ყველი, აუცილებლად მოაყარეთ მარილი. გულსართის ადგილას მოათავსეთ შიგთავსი, გააკეთეთ ბორცვი და ზემოდან მოაყარეთ ბევრი ხიზილალა.

როგორ მოვამზადოთ ავოკადოს და ხიზილალის ტარტარი