როგორ გაართოთ ბავშვები ზამთრის არდადეგების პერიოდში: 10 იდეა - rogor.ge

როგორ გაართოთ ბავშვები ზამთრის არდადეგების პერიოდში: 10 იდეა

"შექმენით" მულტფილმი

რთულად ჟღერს, მაგრამ საკუთარი ანიმაციური ვიდეოს შექმნა შესაძლებელია. ამავდროულად, შეგიძლიათ ასწავლოთ თქვენს შვილს რაიმე ახალი და გაერთოთ მთელ ოჯახთან ერთად. მაგალითად, "ანიმოპუსის" აპლიკაციის გამოყენება 3-დან 6 წლამდე ბავშვებისთვის შეგიძლიათ. გამოიყენეთ ნახატები ან თუნდაც პლასტელინის ფიგურები. თქვენ უბრალოდ უნდა დახატოთ პერსონაჟები ქაღალდზე ან გამოძერწოთ, გახსენით აპლიკაცია, ის გააცოცხლებს პერსონაჟებს და ყველაფერს მულტფილმად აქცევს.

როგორ გავართოთ ბავშვები სახლში - 5 იდეა

მოაწყეთ ხატვის დღე

უთხარით თქვენს შვილს, გაამზადოს წერილი სანტასთვის. დაეხმარეთ, დახატოს კომიქსი, ან საყვარელი გმირი. გარდა ამისა, ამ პროცესში შეგიძლიათ ასწავლოთ მას გეომეტრიული ფორმები, ასევე, დაამახსოვრებინოთ ფერები.

დაუთმეთ დრო რაიმე ახლის სწავლას

არდადეგების დროს ბავშვებს (და ზოგჯერ მათ მშობლებს) სურთ თოვლში სრიალი და ლანჩამდე ძილი, მაგრამ არც სწავლა უნდა დაივიწყონ. არ აქვს მნიშვნელობა თქვენი შვილი სკოლაში დადის თუ საბავშვო ბაღში. მთავარია, აქტივობები სწორად აირჩიოთ. იმისათვის, რომ თავი აარიდოთ სავარჯიშოების გამოგონებას, მიმართეთ სპეციალურ სერვისებსა და პროგრამებს. მაგალითად, საინტერესო გამოცანები ლოგიკისა და წარმოსახვის განვითარებისთვის შეგიძლიათ ნახოთ სხვადასხვა აპლიკაციაში, სადაც არის საგანმანათლებლო აქტივობები კონკრეტული ასაკის ბავშვებისთვის. და მოაწყოთ სახლში სახალისო შემეცნებითი თამაში, "რა, სად, როდის" - ის სტილში.

pic-inside-1-yandeks-plyus-deti-1480x740-1-1703493018-630x315-1703574334.png

ნივთების აწყობა

არდადეგები საუკეთესო დროა ისეთი კონსტრუქციების ასაწყობად, როგორებიცაა: ციხესიმაგრე, გემი ან მანქანა. გარდა ამისა, ეს თამაში ბავშვებში ავითარებს არა მხოლოდ მოტორულ უნარებს, არამედ უფროს ბავშვებში მათემატიკურ აზროვნებას. თუ თქვენს შვილს უკვე აქვს საყვარელი ფილმი ან მულტფილმი, შეგიძლიათ შეიძინოთ მისი კომპლექტი. კარგი იდეაა ასევე დიდი ფაზლის აწყობაც.

მოაწყეთ საახალწლო კინოჩვენება

შეგიძლიათ ნახოთ თქვენი საყვარელი მულტფილმები ან საახალწლო ფილმები. ეს ძალიან კარგი არჩევანია არდადეგებზე დროის სასიამოვნოდ გასაყვანად.

როგორ შევიქმნათ საახალწლო განწყობა ფილმების ყურებით - 10 ფილმი, რომელიც შესაძლოა არ გინახავთ

მოაწყვეთ ზღაპრების საღამო

შეგიძლიათ მოუსმინოთ თქვენს საყვარელ ზღაპრებს და აუდიო წიგნებს. ამაში სპეციალური აპლიკაციები დაგეხმარებათ.

გაატარეთ საღამო გარეთ

წადით ქალაქის მთავარ ნაძვის ხეზე, ეწვიეთ საახალწლო სოფელს ან ისრიალეთ ციგურებით.

იმოგზაურეთ ქალაქგარეთ

არდადეგებზე კარგი იდეაა ქალაქგარეთ გასვლა და გარემოს შეცვლა. იმისათვის, რომ თქვენს შვილებს გზა არ მობეზრდეთ, ჩამოტვირთეთ მათი საყვარელი მელოდიები ან მულტფილმები.

წადით საბავშვო სპექტაკლზე

თუ თქვენს შვილს სანტა კლაუსის სჯერა, მასთან შეხვედრამ შეიძლება ძალიან გაახაროს. ადვილია ზღაპრის პერსონაჟის ნახვა საბავშვო სპექტაკლზე, ან მოლში.

pic-inside-3-yandeks-plyus-deti-1480x740-1-1703493085-630x315-1703574308.png

როგორ ვუთხრათ ბავშვებს, რომ სანტა არ არსებობს