როგორ შევიქმნათ საახალწლო განწყობა ფილმების ყურებით - 10 ფილმი, რომელიც შესაძლოა არ გინახავთ - rogor.ge

როგორ შევიქმნათ საახალწლო განწყობა ფილმების ყურებით - 10 ფილმი, რომელიც შესაძლოა არ გინახავთ

ქეროლი

ფილმი მოგვითხრობს რთული ურთიერთობის შესახებ ორ ქალს შორის. ისინი 50-იანი წლების ნიუ-იორკში ცხოვრობენ. ერთ-ერთი ქალბატონი მაღაზიის გამყიდველია, რომელიც ოცნებობს უფრო დიდ იდეალებზე, მეორე - გათხოვილი ქალია, ის უსიყვარულობას განიცდის.

qaroli-qartuladg26kzzfkv4-1671785022.jpg

უბედნიერესი სეზონი

შეყვარებულის ოჯახთან პირველი შეხვედრა როგორც წესი რთულია, გეგმავ, თუ როგორ შეხვდე მათ და როგორ დაესწრო მათ ყოველდღიურ ვახშამს, თუმცა შემდეგ აანალიზებ რომ გოგო ლესბოსელია, ეს საქმეს კიდევ უფრო ართულებს.

916t6o1azgl-1671785252._RI_.jpg

სასწაული 34-ე ქუჩაზე

პატარა ბავშვებს გულწრფელად სჯერათ საოცრებების და ყოველთვის ელიან წელიწადში ყველაზე ჯადოსნური დღესასწაულის დადგომას. ექვსი წლის სიუზანს კი, რომელსაც მამა არ ჰყავს, არ სჯერა რომ სანტა კლაუსი ნამდვილი ჯადოქარია.

71f0805f3fbf7d521a361106123edd11acc3e66de3aa8412cd314e29b9dc8cd8-1671785427._RI_V_TTW_.jpg

კოშმარი შობის წინ

ჰელოუინის მეფე ჯეკ სკილინგტონი სანტა კლაუსს იტაცებს და აპირებს რომ ბავშვებს საშობაოდ გამხმარი თავები და სხვა საშინელი საჩუქრები გაუგზავნოს. მაგრამ როდესაც შობა მოახლოვდება ჯეკის შეყვარებული სელი ამ საშინელი გეგმების ჩაშლას შეეცდება.

mv5bnwe4otnim2itmjy4ni00ztvilwfizmetzgeyngy2zmnlmziyxkeyxkfqcgdeqxvymdu5ndcxnw-1671786178._V1_.jpg

თეთრი შობა

ორი ნიჭიერი მომღერალი და მოცეკვავე გაერთიანდებიან ომის შემდეგ, რათა გახდნენ შოუბიზნესის ყველაზე მოთხოვნადი წყვილი.

p4311-p-v8-ac-1671785966.jpg

ადამიანი, რომელმაც გამოიგონა შობა

რამდენიმე წარუმატებელი წიგნის შემდეგ, ჩარლზ დიკენსი გადაწყვეტს დაწეროს და მისივე სახსრებით გამოუშვას წიგნი "საშობაო სიმღერა".

mv5bzdrjzwzlnjatyjm1zs00zjaylwe4mmetnwvmnzzintyzothjxkeyxkfqcgdeqxvymtmxodk2otu-1671786128._V1_.jpg

მაპეთ-შოუს საშობაო ჰიმნი

ცნობილი ისტორია ძუნწი ებენიზერ სკრუჯის შესახებ, მაგრამ აქ ყველა როლს მაპეტებ შოუს ვარსკვლავები თამაშობენ. როდესაც საშობაო ღამით სკრუჯს შობის სულები მოევლინება, ისინი აუხელენ მას თვალებს წარსულზე, ახლანდელზე და მომავალზე.

1-1671786355.jpg

ეს მშვენიერი ცხოვრება

ჯორჯ ბეილი, პატარა სადაზღვეო კომპანიის მფლობელია გამოგონილ ამერიკულ ქალაქში ბედფორდ ფოლსში. ის პატიოსანი, თანამგრძნობი, მოსიყვარულე ქმარი და მამაა, მაგრამ უსიამოვნებების გამო დეპრესიაში ვარდება და თვითმკვლელობაზე ფიქრობს. აშკარაა, რომ ადამიანს, რომელიც უარს ამბობს ღმერთის ყველაზე დიდ მადლზე – სიცოცხლეზე – ესაჭიროება მფარველი–ანგელოზის დახმარება.

22-1671786530.jpg

ელფი

უამრავი წლის წინ პატარა ბავშვი სანტა კლაუსის ტომარაში დაიმალა და მასთან ერთად შორეულ ჩრდილოეთ პოლუსზე გაემგზავრა. საცოდავი პატარა ელფების შორის აღმოჩნდა, სადაც ერთერთი მათგანი მას იშვილებს. მას ახალ სახსლს მისცემენ, დღეიდან მას ბადი ჰქვია. წლების შემდეგ ის ეცდება ელფების და პიგმეების ჯადოსნურ სამყაროში გამყარებას და წინ წაწევას. თუმცა არსებობს ერთი პრობლემა – ის ზედმეტად მაღალი და შესამჩნევია, იმისათვის, რომ ნამდვილი ელფი გახდეს.

elf-1671786641.jpg

სანტა გასაყიდად

ფილმი იმათთვისაა, ვინც ფიქრობს, რომ სანტა კლაუსი არ არსებობს. შორს, თოვლიანი შვედეთის მთებში, 486 მეტრის სიღრმეზე არქეოლოგებმა სანტა კლაუსი აღმოაჩინეს. ახლა დრო მოვიდა რომ ის მსოფლიოს გააცნონ.

lasy-1671786755.jpg

წყარო: wired.com