მარტივი მეთოდი, როგორ შეამციროთ მკერდის კიბოს რისკი - rogor.ge

მარტივი მეთოდი, როგორ შეამციროთ მკერდის კიბოს რისკი

ექიმები წლებია საუბრობენ ფიზიკური ვარჯიშის სარგებლიანობაზე და ეს არაერთხელ დადასტურდა. აღმოჩნდა, რომ ფეხით სიარული ქალებში მკერდის კიბოს განვითარების რისკს 10%-ით ამცირებს. არანაკლებ სასარგებლოა სხვა სახის ფიზიკური აქტივობა, როგორიცაა ველოსიპედით სიარული. მკვლევარებმა დაადგინეს, რომ მენოპაუზის დაწყებამდე ქალებში კიბოს განვითარების ალბათობა უფრო დაბალია. უფრო მეტიც, რაც უფრო აქტიურები არიან, მით უფრო ნაკლებია კიბოს შანსი.

2-1703059612.png

როგორი ჩაი შეამცირებს კიბოს რისკს: დიეტოლოგის რჩევა

ექიმებმა ჯერ ვერ დაადგინეს დარწმუნებით განაცხადონ რა იწვევს მკერდის კიბოს. თუმცა ისეთი ფაქტორები, როგორიცაა ასაკი, გენეტიკური მიდრეკილება, ჭარბი წონა, სიმსუქნე, ალკოჰოლი და სხვა ავადმყოფობები ზრდის კიბოს განვითარების რისკს.

როგორ შეიმსუბუქოთ უსიამოვნო სიმპტომები ქიმიოთერაპიის შემდეგ

კვლევებმა აჩვენა, რომ კვირაში დაახლოებით 6,5 საათის სიარული 30 პროცენტით ამცირებს კიბოს რისკს. უახლეს კვლევით ნაშრომში, რომელიც გამოქვეყნდა "Journal of Clinical Oncology"-ში, 547000-ზე მეტი ქალი მონაწილეობდა. მათ აკვირდებოდნენ საშუალოდ 11,5 წლის განმავლობაში და 10231 პაციენტს ჰქონდა მკერდის კიბო მენოპაუზის წინ. ქალები, რომლებსაც ჰქონდათ სხეულის მასის ნორმალური ინდექსი და რომლებიც ეწეოდნენ აქტიური ცხოვრების წესს, შედიოდნენ იმ 10%-ში, რომელთაც ნაკლები შანსი ჰქონდათ კიბოს განვითარების.

3-1703059681.png

შესაძლებელია თუ არა ყავის დალევა, თუ გაქვთ გულის დაავადება, კუჭის დაავადება ან დიაბეტი: მნიშვნელოვანი განმარტება დიეტოლოგისგან